8847 активных вакансий
← Все вакансии

P7GPCMZY Опубликовано 25 авг 4 просмотров

დღის სტაციონარის ექთანი

ევექსი внешнее объявление
Тбилиси Полная занятость Медицина / фармация
По договорённости Приём откликов до

"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".

კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.

კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას დღის სტაციონარის ექთნის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: დიდუბის/ვაზისუბნის პოლიკლინიკა

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება და სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი; ** პაციენტის პირველადი შეფასება და დოკუმენტირება; ** მანიპულაციების ხარისხიანი ჩატარება ქსელში დანერგილი პროტოკოლების შესაბამისად; ** პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია; ** შესაძლო გვერდითი მოვლენების ან ალერგიული რეაქციების ადრეული გამოვლენა და მყისიერი რეაგირება; ** მედიკამენტებისა და სახარჯი მასალის რაოდენობის, ვარგისიანობისა და ვადების კონტროლი;

ვაკანსიის მოთხოვნები:

** სპეციალიზებული საშუალო განათლება: საექთნო საქმე ან უმაღლესი სამედიცინო განათლება ან სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი VI სემესტრიდან; ** სასურველია სამუშაო გამოცდილება; ** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა; ** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);

ჩვენთან შენ მიიღებ:

** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე. ** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს: ** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე ** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში" ** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე. ** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.selfrecruit.ge/57c19458-f110-4fe2-9896-41b7d9568cf6

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.

О работодателе
ევექსი
Похожие объявления

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно для всех