Вакансий 9 117
Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

PAMFHKV5 Опубликовано 27 окт Просмотров: 12

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

INT.CO внешнее объявление
Войти и откликнуться
₾1300 / мес −44% к обычной · обычно 2,332 ₾ · 146 объявлений Приём откликов до 28 ноя

სამედიცინო სფეროში მოქმედი, განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია Intco აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ აქტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ახალი კლიენტების მოძიება, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მოლაპარაკება და საქმიანი ურთიერთობების გრძელვადიან პარტნიორობად გარდაქმნა.

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი კორპორატიული კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება;
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება;
  • კლიენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
  • პროდუქციისა და თანამშრომლობის პირობების პრეზენტაცია;
  • კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმებების გაფორმება;
  • არსებული კლიენტების განვითარება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება;
  • გაყიდვების პროცესის მართვა — პირველი კონტაქტიდან გარიგების დასრულებამდე;
  • რეგულარული follow-up და გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • ბაზარზე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და შესაბამისი ინიციატივების შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება B2B, კორპორატიულ ან აქტიურ გაყიდვებში;
  • მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები;
  • ახალი კლიენტების მოძიებისა და საქმიანი ურთიერთობების განვითარების გამოცდილება;
  • შედეგზე ორიენტირებულობა, ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობა;
  • სამუშაო პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და მართვის უნარი;
  • გამართული კომუნიკაცია და საქმიანი ეთიკის დაცვა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ანაზღაურებას — 1 300 ლარიდან, გამოცდილების შესაბამისად;
  • გაყიდვების შედეგებზე დაფუძნებულ მიმზიდველ და მზარდ ბონუსს. წარმატებული გაყიდვის მენეჯერის მინიმალური ბონუსი - ხელფასის ტოლია.
  • ანაზღაურებად გამოსაცდელ პერიოდს;
  • პროფესიულ სწავლებასა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობას;
  • რეალურ კარიერულ და ფინანსურ ზრდას;
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
  • საინტერესო პროდუქტებსა და მრავალფეროვან ბიზნესპროექტებზე მუშაობას.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
  • სამუშაო საათები: 10:00-18:00;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი.

თუ გიყვართ გაყიდვები, მოლაპარაკებები და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV.

განაცხადების განხილვა მოხდება კონფიდენციალურად. შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრებისთვის თავად დავუკავშირდებით.

გელოდებით გასაუბრებაზე — შესაძლოა, ეს იყოს თქვენი კარიერული განვითარების ახალი ეტაპი!

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно