7612 активных вакансий
← Все вакансии

PY11GGAA Опубликовано 25 авг 0 просмотров

გაყიდვების მენეჯერი

ამბასადორი აილენდ ბათუმი внешнее объявление
Тбилиси Полная занятость Продажи
По договорённости Приём откликов до

"ამბასადორი ბათუმი აილენდი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"Ambassadori Island Batumi" აჭარის რეგიონის შეუქცევადი განვითარების შთამბეჭდავი სიმბოლოა-ინოვაციური პროექტი, რომელიც თავისი უნიკალური მდებარეობით, მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ახალი ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის როლს შეასრულებს.

მდებარეობა: თბილისი

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი, ადგილზე

ჩვენ გთავაზობთ:

** კვების უზრუნველყოფა;

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** 30%-იანი ფასდაკლება ამბასადორი ჯგუფის სასტუმროებსა და რესტორნების ქსელში;

** პროფესიული განვითარება;

** მეგობრული სამუშაო გარემო.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით);

** დადებითი დამოკიდებულება და შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი;

** მაღალი ორგანიზებულობა, შედეგებზე ორიენტირებულობა, მოქნილობა და სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;

** Microsoft Office-ისა და CRM სისტემების ცოდნა;

** გაყიდვების მენეჯერის ან გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 1-დან 3 წლამდე გამოცდილება;

** კლიენტებთან ურთიერთობის მართვისა და მოლაპარაკებების წარმოების ძლიერი უნარები;

** ქართული, ინგლისური და/ან რუსული ენების შესანიშნავი ცოდნა, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი;

** დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

** უძრავი ქონების, ტურიზმის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაციის დამყარება, მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება;

** გაყიდვების პროცესის ეტაპობრივად წარმართვა, მოლაპარაკებების წარმოება და კლიენტებისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება;

** ბაზარზე ახალი გაყიდვების შესაძლებლობების მოძიება და მათი გამოყენება კომპანიის ზრდისთვის;

** არსებული კლიენტების მოთხოვნების რეგულარული ანალიზი და მათი დაკმაყოფილებისთვის შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება;

** პოტენციური და არსებული კლიენტების საჭიროებების შესწავლა და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის გაღრმავება;

** კომპანიის პროდუქტების, უძრავი ქონებისა და მომსახურებების შესახებ კლიენტებისთვის ინფორმაციული პრეზენტაციების მომზადება;

** დაინტერესებული პირებისთვის უძრავი ქონების ან სხვა ობიექტების ადგილზე დათვალიერების პროცესის ორგანიზება;

** კლიენტებისთვის უძრავი ქონების ტექნიკური და ლოჯისტიკური დეტალების, მათ შორის სარემონტო ან განვითარების პოტენციალის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

** ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და პროცესის მართვა;

** ხელშეკრულების გაფორმების პროცესში კლიენტების მხარდაჭერა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხების განმარტება;

** CRM სისტემაში მონაცემების მართვა და განახლება, გაყიდვების პროცესების ეფექტიანობისა და ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა;

** ბაზრის კვლევა და ანალიზი, კონკურენტების საქმიანობის მონიტორინგი და ახალი ტენდენციების იდენტიფიცირება;

** კლიენტთა კმაყოფილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მიღებული უკუკავშირის საფუძველზე პროცესების ოპტიმიზაცია;

** გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა და საერთო მიზნების მისაღწევად პროცესების კოორდინაცია;

** კომპანიის შიდა რეგულაციების, შინაგანაწესისა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მოქმედება;

** კომპანიის, მისი თანამშრომლების, კლიენტებისა და პარტნიორების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;

** ისეთი დავალებების შესრულებაზე უარის თქმა, რომელიც ეწინააღმდეგება კომპანიის შიდა რეგულაციებს ან ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ ფოსტაზე:

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე:

გისურვებთ წარმატებას!

Пожаловаться

Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.

О работодателе
ამბასადორი აილენდ ბათუმი

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно