დანადგარების მექანიკოს-ოპერატორი
+63% к обычной · обычно 1,377 ₾ · 66 объявлений
Опубликовано 13 ноя (осталось 28 дн.) Приём откликов до 11 дек
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს დანადგარების მექანიკოს-ოპერატორის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები
- რძის პროდუქტების საწარმოში არსებული შესაფუთი მოწყობილობების დაყენება, ექსპლოატაცია, რემონტი;
- წუნის, ავარიული და საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრისათვის შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა და განხორციელება;
- სამუშაო ადგილის შესაბამის სანიტარულ-ტექნიკურ მდგომარეობაში შენახვა და ხაზის ექსპლუატაციის დაწყებამდე სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება დადგენილ ნორმებთან მიმართებაში;
- საკონტროლო სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
- შესაფუთი მასალების კონტროლი: მიღება, დათვლა, წუნდებული შესაფუთი მასალის აწონვა და ჰოლდის ადგილას მოთავსება, და შესაბამისი ჩეკ-ლისტის შევსება;
- დაფასოების საკონტროლო ფურცლის შევსება; წონის, თარიღის და ჰერმეტულობის კონტროლი ყოველ 1 სთ-ში.
კანდიდატის პროფილი
- პროფესიული/ტექნიკური განათლება;
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციებზე/საწარმოში ჩაითვლება უპირატესობად;
- საბაზისო ტექნიკური/მექანიკური უნარ-ჩვევები;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ცვლის გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა.
რას გთავაზობთ
- საერთაშორისო სტანდარტების მქონე საწარმოში ღირებული პრაქტიკული გამოცდილების მიღება;
- კონკურენტული ანაზღაურებისა და ბენეფიტების პაკეტი: ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება: 2 250 ლარი;
- სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა;
- 50%-იანი თანადაფინანსება შერჩეულ ბენეფიტზე;
- კეთილდღეობისა და work-life balance მხარდამჭერი პროგრამები;
- კვება;
- ტრანსპორტირება (მ/ს ისანი).
სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; ცვლის გრაფიკი (დღე და ღამე).
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე 10 დეკემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.