მთავარი ტექნოლოგი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს "ვასაძის პურის" ბრენდი "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ტექნოლოგის პოზიციაზე
სამუშაო პირობები: ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა; განაკვეთი: სრული; სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი; ანაზღაურება: 4000 ლარიდან (გამოსაცდელი ვადის შემდეგ);
- ასორტიმენტის განვითარებაზე ზრუნვა: ახალი რეცეპტურების შემუშავება, ტექნოლოგიური პროცესების გაწერა;
- წარმოების პროცესისათვის საჭირო სასურსათო ნედლეულის განსაზღვრა, ხარისხის კონტროლი და წარმოებაში ჩაშვების უზრუნველყოფა;
- განახლებული ტექნოლოგიებისა და ახალი რეცეპტურების დანერგვისას, ასევე არსებული რეცეპტურების რედაქტირების შემთხვევაში თანამშრომლების გადამზადების უზრუნველყოფა;
- ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიის დანერგვის პროცესების მართვა და დაცვის მკაცრი კონტროლი;
- პროდუქციის ეტიკეტირების პროცესში უშუალო ჩართულობა შესაბამის სამსახურთან ერთად;
- საწარმოს ექსპერიმენტალური სამუშაოებში უშუალოდ მონაწილეობა მსგავსი საჭიროების შემთხვევაში;
- პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის საჭიროების განსაზღვრა და ზედამხედველობა;
- როგორც ნედლეულის, ასევე შუალედური და მზა პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
- სახელმწიფო სტანდარტების გათვალისწინებით წარმოების პროცესის მონიტორინგი და მოთხოვნების შესაბამისი პრინციპების წარმოებაში დანერგვა.
მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განხრით;
- სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური პირობების მოთხოვნების ცოდნა პროდუქტსა და ნედლეულზე;
- კვების პროდუქტების მრეწველობაში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (პურ-ფუნთუშეულის ან საკონდიტრო საწარმოებში);
- აუცილებელია უცხო ენების ინგლისურის და რუსულის ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები
- კომუნიკაბელური;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- ორგანიზებული;
- პუნქტუალური.
ჩვენ გთავაზობთ
- განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
- მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
- Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/zmBb3cqc.