ქოლცენტრის ოპერატორი - ნახევარი განაკვეთი
სადილერო კომპანია "Auto Home" აცხადებს ვაკანსიას ნახევარ განაკვეთზე ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღმის მასივი სამუშაო დრო: 10:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე ან 14:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ანაზღაურება: მოჭრილი ხელფასი 500 ლარი + ბონუსები ფილიალის გეგმის შესაბამისად (საშუალოდ 700-900) ლარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: თანამშრომლების შერჩევაში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტებთან სატელეფონო ზარის განხორციელება და პროდუქციის გაცნობა;
- მომხმარებელთა ბაზის გაზრდა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი.
ჩვენ გთავაზობთ:
- ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო სისტემას;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- უფასო კორპორაციულ დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ;
- განმავითარებელ ტრენინგებს;
- კორპორაციულ ღონისძიებებს;
- სიმ ბარათს, ულიმიტო სასაუბრო დროით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ ელფოსტაზე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).
Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.
Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.