8848 активных вакансий
← Все вакансии

RKJW5YPE Опубликовано 25 авг 4 просмотров

ფლებოტომისტი

მედიქალ ვორლდის ლაბორატორია внешнее объявление
Тбилиси Полная занятость Общепит / рестораны
₾800 / мес Приём откликов до

"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია "მედიქალ ვორლდი" ფლობს ასევე საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის"სახელითაა ცნობილი

"Medical World Spa&Wellnes"კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან "მედიქალ ვორლდის" ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას მესტიის ფილიალში ფლებოტომისტის პოზიციაზე.

სამუშაოს მდებარეობა: ქ.მესტია, ე.ფარჯიანის N15

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი (09:00 -16:00 სთ); შაბათი (09:00-14:00 სთ).

ანაზღაურება: 800 ლარიდან მზარდი გამოცდილების მიხედვით

ექთანი-ფლებოტომისტის მოვალეობები:

** პაციენტებისგან ვენური და კაპილარული სისხლის აღება ლაბორატორიული კვლევებისთვის;

** ბიოლოგიური მასალის სწორად მარკირება, შენახვა და ტრანსპორტირებისთვის მომზადება;

** პაციენტის იდენტიფიკაციისა და პროცედურის უსაფრთხოების წესების დაცვა;

** სამუშაო ადგილის, ინსტრუმენტებისა და სამედიცინო ინვენტარის სტერილურობის უზრუნველყოფა;

** პაციენტებისთვის პროცედურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კომფორტის უზრუნველყოფა;

** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და მონაცემების აღრიცხვა;

** ინფექციური კონტროლისა და ბიოსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.

** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაციის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;

** დეტალებზე ორიენტირების უნარი;

** ოპერატიულობა და პუნქტუალობა;

** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** თანამედროვე და პროფესიული განვითარებისკენ ორიენტირებულ სამუშაო გარემო, სადაც ხარისხი, გუნდური თანამშრომლობა და პაციენტზე ზრუნვა წარმოადგენს საქმიანობის ძირითად ღირებულებებს;

** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, გამჭვირვალე სამუშაო პროცესებსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას სტაბილურ და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ გარემოში.

** ისარგებლებთ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ლაბორატორიულ სერვისზე (ფასდაკლება მოქმედებს ოჯახის წევრებზეც).

** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ შესაბამისი გვერდები: https://mlab.ge/; https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE; https://www.facebook.com/mworld.ge/?locale=ka_GE

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) ელ.ფოსტაზე: გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.

О работодателе
მედიქალ ვორლდის ლაბორატორია
Похожие объявления

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно для всех