არქიტექტორი
"ტომპსონი & ფრენჩი" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე არქიტექტორი.
დასაქმების ტიპი: ვადიანი ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
როლი მოიცავს როგორც ახალი ობიექტების კონცეფციის შემუშავებას კონტრაქტორებთან ერთად, ასევე არსებული სივრცეების განახლებასა და რეკონსტრუქციას. პოზიცია უზრუნველყოფს პროექტების ხარისხიან, ეფექტურ და დროულ განხორციელებას ყველა ჩართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
არქიტექტურული დაგეგმვა და პროექტირება
- არსებული ობიექტების სარეკონსტრუქციო და სარემონტო პროექტების მომზადება ან კორექტირება;
- ავეჯის განლაგების, ინტერიერის ელემენტების, ფარდა-ჟალუზების, დიზაინის ელემენტების და სხვა ვიზუალური კომპონენტების პროექტების შემუშავება.
პროექტების მართვა და კოორდინაცია
- პროექტების შეთანხმება ბიზნეს მიმართულებებთან, ხელმძღვანელებთან;
- გარე საპროექტო და სამშენებლო კომპანიების მიერ მომზადებული პროექტების განხილვა და შეფასება;
- სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი;
- პროექტების ვადების, ხარისხისა და შეთანხმებული სტანდარტების დაცვის კონტროლი;
- პროექტის განხორციელების პროცესში შესაძლო რისკების, შეფერხებებისა და გამოწვევების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა.
ხარისხის კონტროლი და სტანდარტების დაცვა
- ავეჯის და სხვა ინფრასტრუქტურული კომპონენტების ხარისხის კონტროლი;
- შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურება.
რეგულაციები და ადმინისტრაციული მხარდაჭერა
- სახელმწიფო უწყებებთან და მუნიციპალიტეტებთან შესათანხმებელი დოკუმენტაციის მომზადება;
- შეთანხმებებისა და ნებართვების პროცესის კოორდინაცია;
- საჭირო მასალებისა და ინვენტარის დაგეგმვასა და შეკვეთის პროცესში მონაწილეობა.
პროცესების განვითარება
- ხარჯების ოპტიმიზაციის, ხარისხის გაუმჯობესებისა და პროცესების ეფექტიანობის ზრდის ინიციატივების შეთავაზება;
- თანამედროვე არქიტექტურული და დიზაინის ტენდენციების კვლევა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
- არქიტექტურული პროექტირების, ინტერიერის დაგეგმარების ან სამშენებლო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- არქიტექტურული პროგრამები: აუცილებელია ArchiCAD-ის კარგად ცოდნა (კარგი იქნება 3D ვიზუალიზაციისთვის სხვა პროგრამების ცოდნაც);
- Microsoft Office პროგრამების ცოდნა;
- ტექნიკური ნახაზების მომზადებისა და ანალიზის გამოცდილება;
- პროექტების კოორდინაციისა და მრავალ დაინტერესებულ მხარესთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრობლემების გადაჭრის, პრიორიტეტების მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ქართული და რუსული ენების კარგად ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
- ინიციატივიანობა და მუდმივი განვითარების სურვილი.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პასუხისმგებლობიან და პროფესიულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და პორტფოლიო PDF ფორმატში მისამართზე.
წერილის სათაურში მიუთითეთ: "არქიტექტორი - სახელი, გვარი"