ქსელის მენეჯერი
Опубликовано 13 ноя (осталось 31 дн.) Приём откликов до 14 дек
კომპანია "ჭიტა" 30 წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უფერადებს ბავშვებს გარემოს, პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მომსახურე პერსონალი კი, კეთილგანწყობით.
ჩვენთან ფერადი და ღიმილიანი გარემო დაგხვდებათ, ასეთივე თბილ და ხალისიან თანამშრომლებს ვიწვევთ ჩვენს გუნდში სამუშაოდ.
კომპანია "ჭიტა" იწვევს კანდიდატს ქსელის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: საქართველო, თბილისი
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი;
- სამუშაო საათები 09:30-18:30;
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
ფუნქცია-მოვალეობები
- ფილიალების გაყიდვების ყოველდღიური მონიტორინგი და გეგმების შესრულებაზე კონტროლი.
- გაყიდვების სტანდარტების დანერგვა და ერთიანი მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა.
- ფილიალების მენეჯერების მართვა, დავალებების გადანაწილება და შესრულების მონიტორინგი.
- მარაგების მართვის პროცესის კონტროლი: დროული შევსება და ზედმეტი ნაშთების თავიდან აცილება.
- მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი და სერვისის გაუმჯობესების გეგმების შემუშავება.
- HR დეპარტამენტთან თანამშრომლობა: ახალი თანამშრომლების ტრენინგი, ინსტრუქტაჟი.
- მენეჯერებისა და გუნდის მოტივაციის გაზრდა.
- ოპერაციული ხარვეზების დროული გამოვლენა და შესაბამისი დეპარტამენტისთვის გადაცემა.
- რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელობასთან წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება, ფსიქოლოგია)
- ქსელის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება (მინ. 1-2 წელი)
- ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)
- MS Office, პროგრამების ცოდნა
- ტრენინგების ჩატარების გამოცდილება
უნარები და კომპეტენციები
- ძლიერი კომუნიკაციისა უნარები
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- კონფიდენციალურობის დაცვა
- მრავალ დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გამოაგზავნონ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 1 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
კომპანია "ჭიტა" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.