ფიზიკური თერაპევტი
Опубликовано 13 ноя (осталось 31 дн.) Приём откликов до 14 дек
"კენ ვოლკერის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ფიზიკური თერაპევტის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები
- ბავშვთა და მოზარდთა შეფასება;
- მშობელთა კონსულტირება აღნიშნული პრობლემის შესახებ;
- შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა მშობლისთვის, ან სხვა საჭირო დაწესებულებებისთვის;
- შეფასების შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის გაწერაში მონაწილეობის მიღება, გუნდთან თანამშრომლობით;
- დოკუმენტაციის წარმოება;
- კლიენტებთან ინდივიდუალური ან ჯგუფური სამუშაო შეხვედრების ჩატარება;
- მშობლის განათლება, სხვადასხვა უნარ-ჩვევების, მათ შორის ფუნქციური მობილობის განვითარების შესახებ; ბავშვზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
- უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- შესაბამისი უმაღლესი განათლება;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ ორი წელი;
- ქართულ და რუსულ ენებზე გამართულად საუბარი; სხვა ნებისმიერი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
სავალდებულო მოთხოვნები
- ბავშვისა და მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა
- განვითარების დარღვევების თავისებურებების ცოდნა
- თანადგომისა და ემპათიის უნარი
- ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი
- გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი; გუნდში მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება
- მოქნილობა და დამოუკიდებლობა
- თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
- წერითი უნარ-ჩვევები
ჩვენ გთავაზობთ
- საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს
- სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
- პროფესიონალ გუნდთან მუშაობას
- პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას
სამუშაო განრიგი: 5 სამუშაო დღე - 8 საათიანი დატვირთვით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ფიზიკური თერაპევტის პოზიცია.