ლაივისა და ვიდეოკონტენტის წამყვანი
Опубликовано 19 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 19 дек
კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
შპს "ვინჩერო" აცხადებს ვაკანსიას ლაივისა და ვიდეოკონტენტის წამყვანის პოზიციაზე თბილისში. ვეძებთ კომუნიკაბელურ, ენერგიულ და კამერის წინ თავისუფლად მოსაუბრე ადამიანს, რომელიც წარადგენს კომპანიის პროდუქტებს, გაუძღვება პირდაპირ ეთერებს და ჩაერთვება სოციალური მედიის ვიდეოკონტენტის შექმნაში.
სამუშაო ადგილი: თბილისი ძირითადი მოვალეობები:
- Facebook და სხვა სოციალური მედიის პლატფორმებზე პირდაპირი ეთერების (Live) წაყვანა;
- კომპანიის პროდუქციისა და სიახლეების წარდგენა;
- აუდიტორიასთან აქტიური კომუნიკაცია და კითხვებზე პასუხის გაცემა;
- ვიდეოკონტენტში მონაწილეობა და კამერის წინ კომპანიის წარმომადგენლობა;
- პროდუქციის შესახებ საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაციების მომზადება;
- ლაივების სცენარისა და ძირითადი თემების მომზადებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- გამართული მეტყველება და კომუნიკაციის კარგი უნარი;
- კამერის წინ თავისუფლად და თავდაჯერებულად საუბრის უნარი;
- პრეზენტაციისა და აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
- კრეატიულობა, ენერგიულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სოციალური მედიის პლატფორმების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ლაივისა და ვიდეოკონტენტის წამყვანის.
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."