7962 активных вакансий
← Все вакансии

XGWR4BXN Опубликовано 25 авг 5 просмотров

პრეზიდენტის აღმასრულებელი ასისტენტი

CIPRF via jobs.ge
Удалённо Неполная занятость Администрация / менеджмент
₾1000–2000 / мес Приём откликов до

"საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი" (CIPRF) არის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკის კვლევაზე, ანალიზსა და პროგნოზირებაზეა ორიენტირებული. ცენტრში მუშაობენ მკვლევრები და ხორციელდება კვლევითი პროექტები და აკადემიური საქმიანობა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მიმართულებით.

ვეძებთ პრეზიდენტის აღმასრულებელ ასისტენტს - ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან, ენერგიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც სურს მენეჯმენტის, კვლევისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით პროფესიული განვითარება.

ეს არის შესაძლებლობა, იმუშაოთ უშუალოდ ცენტრის პრეზიდენტთან, ჩაერთოთ როგორც ყოველდღიურ საოპერაციო პროცესებში, ისე კვლევით და განვითარების პროექტებში და გუნდში რეალური პასუხისმგებლობა აიღოთ.

ძირითადი მოვალეობები

** პრეზიდენტის კალენდრისა და ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია; ** შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და შემდგომი საკითხების მონიტორინგი; ** შეხვედრებისა და სამუშაო პროცესების მოკლე შეჯამებების მომზადება; ** მიმდინარე დავალებებისა და პროცესების მონიტორინგი და შესაბამის პირებთან კომუნიკაცია; ** საჭირო ინფორმაციის მოძიება, კვლევა, ანალიზი და სტრუქტურირებულად მომზადება; ** კვლევითი ჯგუფების საქმიანობის ოპერაციული მხარდაჭერა და პროცესების კოორდინაცია; ** დოკუმენტების, პრეზენტაციებისა და სხვა სამუშაო მასალების მომზადებაში მონაწილეობა; ** ორგანიზაციის საქმიანობის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ ინიციატივებსა და პროექტებში მონაწილეობა; ** პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

ვის ვეძებთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია კანდიდატი, რომელსაც შეუძლია:

** აიღოს პასუხისმგებლობა დაკისრებულ ამოცანებზე და ეფექტურად დაგეგმოს და ორგანიზება გაუწიოს სამუშაო პროცესს; ** ეფექტურად იურთიერთოს სხვადასხვა ადამიანთან და სწორად მართოს სამუშაო დრო; ** სწრაფად მოიძიოს, დაამუშაოს და შეაჯამოს საჭირო ინფორმაცია; ** გამოიყენოს ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; ** ერთდროულად მართოს რამდენიმე დავალება და სწორად განსაზღვროს პრიორიტეტები; ** იმუშაოს დეტალებზე ორიენტირებულად და მაღალი სიზუსტით; ** სწრაფად აითვისოს ახალი ცოდნა და უნარები; ** გამოავლინოს ინიციატივა — პრობლემის აღმოჩენისთანავე შესთავაზოს მისი გადაჭრის გზები; ** კარგად ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს; ** კარგად ფლობდეს Microsoft Office-ისა და/ან Google Workspace-ის პროგრამებს.

მსგავს პოზიციაზე წინა სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოტივაცია, სწავლის სურვილი, პასუხისმგებლიანობა, ორგანიზებულობა და პროფესიული განვითარების პოტენციალი.

რას გთავაზობთ?

** 1000-2000 ლარის ოდენობის ფიქსირებულ ყოველთვიურ ანაზღაურებას — გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; ** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; ** უშუალო მუშაობას ცენტრის პრეზიდენტთან და მენეჯმენტის პროცესებში ჩართულობას; ** პრაქტიკულ გამოცდილებას ადმინისტრირების, კვლევის, ანალიტიკისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით; ** კვლევით პროექტებსა და ორგანიზაციის განვითარების პროცესებში ჩართულობის შესაძლებლობას; ** ახალი იდეების ინიცირებისა და მათი განხორციელების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას; ** პროფესიული უნარების განვითარებას პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული/ნახევარ განაკვეთზე. ** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან, ადგილზე, მდებარეობა: დელისის მეტროსთან. ** გრაფიკი: ძირითადი სამუშაო გრაფიკი ოფისშია, თუმცა შესაძლებელია მოქნილი გრაფიკის შეთანხმება საჭიროებებისა და სამუშაო პროცესის გათვალისწინებით. მოქნილი გრაფიკი არ გულისხმობს დისტანციურ მუშაობას — თანამშრომლის ფიზიკური დასწრება ოფისში აუცილებელია; ** ადგილმდებარეობა: თბილისი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: hr@ciprf.ge

სამოტივაციო წერილში მოკლედ აღწერეთ, რატომ ხართ დაინტერესებული პოზიციით და რატომ ფიქრობთ, რომ ამ როლისთვის შესაფერისი კანდიდატი ხართ.

შერჩეულ კანდიდატებს შესაძლოა დავუკავშირდეთ დამატებითი გასაუბრებისა და/ან მოკლე პრაქტიკული დავალების მიზნით.

https://ciprf.ge/ge

https://www.facebook.com/CIPRF1/

Пожаловаться

О работодателе
CIPRF
Сайт ↗

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно