Младший специалист по поддержке IT
Переведено автоматически с языка оригинала. Читать оригинал по-грузински →
2 ნაბიჯი, ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისთვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.
2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
„2 ნაბიჯი“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე - სენაკში
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
ბენეფიტები: - ჯანმრთელობის დაზღვევა; - სატელეფონო ლიმიტი; - საწვავისა და ავტომობილის ცვეთის ხარჯის ანაზღაურება.
ძირითადი ფუნქციები: - სათაო ოფისის, სავაჭრო ობიექტების და საწყობის შიდა ქსელის მონტაჟის უზრუნველყოფა; - მომხმარებლებისთვის კომპიტერული ტექნიკის მონტაჟი, ინსტალირება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; - სავაჭრო ობიექტებში განთავსებული კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მონტაჟი, პროგრამულად გამართვა და მუშაობის მონიტორინგი; - კომპეტენციის ფარგლებში, სავაჭრო ობიექტებში წარმოქნილი IT პრობლემების აღმოფხვრა და საჭიროების შემთხვევაში, სატელეფონო კონსულტაცია; - საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერული ტექნიკის გაძლიერება ან/და სარემონტო სამუშაოების ჩატარება; - სავაჭრო ობიექტებში ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების უზრუნველყოფა. - სავაჭრო ობიექტებში შიდა რადიო სისტემების ფიზიკური ქსელის ინსტალაცია; - საინსტალაციო/დაზიანებული ტექნიკის დასერვისება ადგილზე ან ლოგისტიკა სერვის ცენტრში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - პროფესიული განათლება ან/და არასრული უმაღლესი ტექნიკური მიმართულებით ან მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება - Microsoft Windows 7,8.1, ან 10; - PC Testing tools; - Microsoft Office - B კატეგორიის მართვის მოწმობა;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/rmfHUtUe
Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.
Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.