Вакансий 9 659
Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

ZZ4T3RKF Опубликовано 23 окт Просмотров: 6

გენერალური დირექტორი

STREAM внешнее объявление
Войти и откликнуться
₾4000 / мес +71% к обычной · обычно 2,342 ₾ · 164 объявления Приём откликов до 6 ноя

ვეძებთ გენერალურ დირექტორს ფიტნეს კლუბების ქსელისთვის - რეფორმა. ქსელი ოპერირებს 2018 წლიდან და ბაზარზე წარმოდგენილია ოთხი ფილიალის სახით თბილისში. კომპანია გეგმავს ახალი ფილიალების გახსნას და გაფართოებას.

პოზიციაზე მივესალმებით გამოცდილ ხელმძღვანელს, რომელიც სათავეში ჩაუდგება და იზრუნებს ქსელის ზრდასა და განვითარებაზე.

სამუშაო ადგილი: თამარ მეფის გამზ. №7 სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: 4000 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები: - ქსელის ყველა ფილიალის ოპერაციული მართვა და ფილიალების მენეჯერების - საქმიანობის კოორდინაცია; - მომსახურების ერთიანი სტანდარტების დანერგვა და ხარისხის კონტროლი; - გუნდის შერჩევა, განვითარება, შეფასება და საბონუსე სისტემების შემუშავება; - ქსელისა და ფილიალების ბიუჯეტის დაგეგმვა, შემოსავლების/ხარჯების - კონტროლი და მომგებიანობის ზრდა; - აბონიმენტებისა და დამატებითი სერვისების გაყიდვების გეგმის შემუშავება და - შესრულების მონიტორინგი; - მომხმარებელთა კმაყოფილების, არსებული წევრების შენარჩუნებისა და ახალი - მომხმარებლების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება; - მარკეტინგული აქტივობების, გაყიდვების სტიმულირებისა და ახალი შემოსავლის - წყაროების ძიება; - სავარჯიშო აღჭურვილობის გამართულობის, ინფრასტრუქტურის, შესყიდვებისა და - უსაფრთხოების სტანდარტების კონტროლი; - ბიზნეს პროცესებისა და ციფრული სისტემების გაუმჯობესება; - ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, ახალი სერვისების, ფილიალების განვითარებისა - და გახსნის პროცესების მართვა; - კომპანიის მფლობელთან/დამფუძნებლებთან რეგულარული ანგარიშგება.

ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლეს განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით); - მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის, მათ შორის მრავალ ფილიალიანი ქსელის მართვის; - ფინანსური მართვა — ბიუჯეტირება, მოგება-ზარალის ანალიზი, ხარჯების კონტროლი და ანგარიშგება; - MS Office პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე არაუგვიანეს 6 ნოემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно