საველე გაყიდვების მენეჯერი
"TNG Fire & Safety Systems" კომპანიის საქმიანობა წარმოადგენს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების იმპორტს და მის შემდგომ მონტაჟს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. კომპანიის მისია, სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით, მსოფლიოში არსებული მაღალი სტანდარტების საქართველოში შემოტანა და მისი დანერგვაა.
"TNG Fire & Safety Systems" აცხადებს ვაკანსიას საველე გაყიდვების მენეჯერის (Field Sales Manager) პოზიციაზე.
ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც შეძლებს როგორც გაყიდვების პროცესის მართვას, ისე პოტენციური კლიენტების აქტიურ მოძიებასა და მათთან ადგილზე კომუნიკაციას.
პოზიცია მოიცავს როგორც საოფისე, ისე საველე სამუშაოს, მათ შორის მიმდინარე მშენებლობებისა და სამშენებლო ობიექტების მოძიებასა და ვიზიტებს.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების აქტიური გაყიდვა;
- ახალი კლიენტების მოძიება და გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- მიმდინარე მშენებლობებისა და სამშენებლო ობიექტების მოძიება;
- პოტენციურ ობიექტებზე რეგულარული ვიზიტი და საჭირო ინფორმაციის მოპოვება;
- სამშენებლო კომპანიის დირექტორის, დამფუძნებლის ან პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება;
- პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის, პროდუქციისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის გაცნობა;
- არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება;
- კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
- გაყიდვების პროცესის მართვა — პირველადი კონტაქტიდან გარიგების დასრულებამდე;
- ფლაერების, ბუკლეტებისა და საინფორმაციო მასალების დარიგება;
- მოპოვებული კლიენტებისა და საკონტაქტო ინფორმაციის სისტემატურად აღრიცხვა;
- გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგების ანალიზი;
- ბაზრისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი;
- გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- MEP/მექანიკური და ელექტრო საინჟინრო სისტემების ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
- საკუთარი ავტომობილი და აქტიურად გადაადგილების შესაძლებლობა;
- თბილისის და სხვა მსხვილი ქალაქების მასშტაბით საველე სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები;
- პრეზენტაციის კარგი უნარები;
- ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა — წერითი და ვერბალური;
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა, ინიციატივიანობა და მიზანდასახულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაცია;
- ორგანიზებულობა;
- ინიციატივიანობა;
- მიზანდასახულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
- კარიერული და პროფესიული განვითარების პერსპექტივას;
- თანამედროვე სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას — შეთანხმებით;
- მიღწეულ შედეგებზე დაფუძნებულ დამატებით მოტივაციის შესაძლებლობას.
დასაქმების ტიპი: სრული; ანაზღაურება: შეთანხმებით;
დაინტერესების შემთხვევაში, CV გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: tamta. ელფოსტის subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "საველე გაყიდვების მენეჯერი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.