9775 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

15KNZ6WP გამოქვეყნდა 6 ოქტ 27 ნახვა

რესტორნის სუპერვაიზერი

როშე გუდაური გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 7 ნოე

სასტუმრო ROSHE GUDAURI ეძებს რესტორნის სუპერვაიზერს.

ძირითადი მოვალეობები:

  • დარბაზის მუშაობის კოორდინაცია: რესტორნის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა
  • სტუმრებთან ურთიერთობა: სტუმრების თბილად და მეგობრულად მიღება, მათთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება, უკუკავშირზე რეაგირება და წარმოქმნილი გაუგებრობების/პრობლემების სწრაფად და პროფესიონალურად მოგვარება.
  • საუზმის ბუფეტის ორგანიზება: სასტუმროს დილის საუზმის ბუფეტის (Buffet Breakfast) გამართული ფუნქციონირების, დარბაზის/ბუფეტის ხაზის დროული გაშლის, სისუფთავის, შევსებისა და სტუმრების ეფექტური მიღების უზრუნველყოფა.
  • გუნდის მართვა და სწავლება: მიმტანებისა და დამხმარე პერსონალის მუშაობის გადანაწილება, ინსტრუქტაჟი (briefing), სწავლება და სტუმრებთან მეგობრული კომუნიკაციის სტანდარტების კონტროლი.
  • ხარისხის და სისუფთავის კონტროლი: დარბაზში, ბარში და საუზმის ზონაში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა.
  • კასისა და ანგარიშგების მართვა: სალარო ოპერაციების, შეკვეთების სისტემის (POS) და ცვლის დახურვის ანგარიშების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გამოცდილება:

  • სამუშაო გამოცდილება სუპერვაიზერის ან უფროსი მიმტანის პოზიციაზე სასტუმროს რესტორანში
  • აუცილებელია სასტუმროს საუზმის ბუფეტის (Buffet Breakfast) მომსახურებისა და ორგანიზების პრაქტიკული გამოცდილება.
  • ენების ცოდნა (აუცილებელი მოთხოვნა):
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • უცხო ენების აუცილებელი ცოდნა გამართული საკომუნიკაციო და პროფესიული დონეზე
  • ტექნიკური უნარები: რესტორნის მართვის პროგრამების (მაგ. Micros, Resto, POS) და სალარო აპარატის ცოდნა.
  • პიროვნული უნარები:
  • სტუმრებთან ეფექტური, ღია, თავაზიანი და მეგობრული კომუნიკაციის უნარი;
  • ლიდერობის, გუნდის მოტივირებისა და მართვის უნარი;
  • ადრეულ საათებში ეფექტურად მუშაობის უნარი და პუნქტუალურობა;
  • სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით); კვებას და საცხოვრებლის უზრუნველყოფას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა