საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურის სპეციალისტი
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ" აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9; განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- დოკუმენტაციის მიღება, რეგისტრირება და დანიშნულებისამებრ გადამისამართება;
- შემოსული დოკუმენტების ადრესატისათვის გადაცემა, ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმება, დროული განხილვა და ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
- გასული დოკუმენტების სათანადო წესით დამუშავება, გაგზავნა;
- შემოსული და გასული კორესპონდენციის, შიდა დოკუმენტაციის, აკადემიური საბჭოების ოქმების, მემორანდუმებისა და რექტორის ბრძანებების აღრიცხვა;
- დოკუმენტების ასლების დაინტერესებულ პირებზე დადგენილი წესით გაცემა;
- საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრებში უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა შესახებ კანონმდებლობით მოთხოვნილი ინფორმაციის სრული და სწორი ასახვა;
- უნივერსიტეტის სტუდენტთა რეესტრში არსებული ინფორმაციის მონიტორინგი და სისწორის უზრუნველყოფა (სტუდენტის სტატუსი, საგანმანათლებლო პროგრამა, პირადი მონაცემები);
- კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მომზადება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდების მიზნით;
- არქივისთვის ჩასაბარებელი საქმეების ფორმირება და გაფორმება;
- დოკუმენტაციის დაარქივებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
- ინგლისური ენა (მინიმუმ B1).
კომპეტენცია და უნარები:
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ქართულ და ინგლისურ ენაზე დახვეწილი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.