8,919 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

1XEW8TJ0 გამოქვეყნდა 24 სექ 6 ნახვა

ჰანიველ ცემენტი

ჰანიველ ცემენტი

ბეტონის ქარხნის მექანიკოსი

ჰანიველ ცემენტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 25 ოქტ

"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში, ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. "ჰანიველ ცემენტი" კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად "ჰანიველ ცემენტი" ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს ვაკანსიას ბეტონის ქარხნის მექანიკოსის პოზიციაზე თბილისის ბეტონის მწარმოებელ ქარხანაში.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ლოკაცია: თბილისი (ფეიქრების #32);
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (შაბათი და კვირა დასვენება);
  • ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ქარხნის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
  • ჩაბარებული ინსტრუმენტების, მოწყობილობების და მანქანა-მექანიზმების გაფრთხილება, მოვლა, შენახვა;
  • მექანიკური დანადგარების დაზიანებების/დეფექტების იდენტიფიცირება და პრობლემის აღმოფხვრა;
  • ქარხნის მიმდინარე რემონტების დაგეგმვა და წარმოება;
  • დანადგარ-მოწყობილობების მუდმივი მონიტორინგი პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით;
  • შესრულებულ სამუშაოებზე ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება/გადაცემა უშუალო მენეჯერისთვის;
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებსა და რეგულაციების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • პროფესიული განათლება მექანიკის მიმართულებით;
  • სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • შედუღების სამუშაოების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
  • სასურველია შემდუღებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • საქმიანობის დაგეგმვის/ორგანიზების უნარი;
  • ანალიზის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • პრობლემის დროულად აღმოფხვრის უნარი.

"ჰანიველ ცემენტში" თანამშრომლებზე ზრუნვა რეალური ფასეულობაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა იგრძნოს სტაბილურობა, მხარდაჭერა და ჰქონდეს განვითარების მუდმივი შესაძლებლობა.

ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ბენეფიტების სისტემა, რომელიც მოიცავს:

  • სრულად ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ორივე მშობლისთვის;
  • ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრემიუმ დაზღვევას საუკეთესო პირობებით ყველა თანამშრომლისთვის;
  • ფინანსურ მხარდაჭერას ბავშვის შეძენის შემთხვევაში;
  • უფასო სასაუბრო დროს და ინტერნეტს.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ სამუშაო სივრცე, სადაც კომფორტი, უსაფრთხო გარემო და მოტივაცია ყოველდღიურობის ნაწილია.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელმისამართზე (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება — ბეტონის ქარხნის მექანიკოსი (თბილისი).

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც "ჰანიველ ცემენტისთვის" ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, "ჰანიველ ცემენტის" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰანიველ ცემენტმა" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

"ჰანიველ ცემენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ჰანიველ ცემენტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა