9836 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

2PXZSFJR გამოქვეყნდა 6 ოქტ 22 ნახვა

საინფორმაციო მენეჯერი

ენმედიცი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾850 / თვეში −60% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,130 ₾ · 126 განცხადება ბოლო ვადა: 7 ნოე

"კლინიკა ენმედიცი" აცხადებს ვაკანსიას: საინფორმაციო მენეჯერი

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ლ. მანაგაძის ქ. N3
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00
  • ანაზღაურება: 850 ლარი ხელზე

ძირითადი მოვალეობები:

  • კლინიკაში მოსული პაციენტებისა და მათი ახლობლების დახვედრა და დაკვალიანება;
  • პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული და ზუსტი მიწოდება;
  • პაციენტის მოთხოვნის გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება;
  • პაციენტების რიგების მართვა და წარმოქმნილი პრობლემური სიტუაციების მოგვარება;
  • ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის სამუშაო ადგილზე ყოფნის შესახებ ინფორმაციის ფლობა;
  • ჯანმრთელობის ცნობების რეგისტრაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • პაციენტების შენიშვნებისა და უკმაყოფილების ფაქტების შესახებ ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
  • კლინიკის შიდა წესების, მომსახურების სტანდარტებისა და სამედიცინო ეთიკის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
  • გამართული მეტყველება და კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • პაციენტებთან თავაზიანი, ყურადღებიანი და პროფესიული ურთიერთობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და ოპერატიულობა;
  • სტრესულ და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
  • ორშაბათი-პარასკევის სამუშაო გრაფიკს;
  • 850 ლარს ხელზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელფოსტაზე.

პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ

ვაკანსიაზე განაცხადის ფარგლებში კანდიდატის მიერ წარმოდგენილი CV და მასში მითითებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება და შეინახება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატის შერჩევისა და დასაქმების პროცესის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა