8,940 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

3V3RG3NY გამოქვეყნდა 24 სექ 5 ნახვა

პრაიმ პროდუქტი

პრაიმ პროდუქტი

დისტრიბუციისა და ლოჯისტიკის მენეჯერი

პრაიმ პროდუქტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
₾3000 / თვეში ბოლო ვადა: 25 ოქტ

კომპანია "პრაიმ პროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

"პრაიმ პროდუქტი" არის სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ქართული ფქვილის მწარმოებელი კომპანია "პრემიერის" პროდუქციის დისტრიბუციას უზრუნველყოფს.

ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის პროდუქციის დისტრიბუციისა და ლოჯისტიკური პროცესების ეფექტიანად დაგეგმვასა და მართვას.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის მომხმარებლებთან დროული დისტრიბუციის ორგანიზება;
  • შეკვეთების, მიწოდებებისა და რეისების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;
  • მძღოლებისა და დამცლელების სამუშაო პროცესის კოორდინაცია და კონტროლი;
  • მძღოლების მარშრუტების დაგეგმვა და ყოველდღიური რეისების ორგანიზება;
  • საწყობის მენეჯერთან მუდმივი კოორდინაცია — შეკვეთების მომზადება, დატვირთვა და დროული გატანა;
  • შეკვეთების სწორად გადანაწილება და მიწოდების ვადების კონტროლი;
  • ახალ მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მიწოდების პირობების შეთანხმება;
  • დისტრიბუციის პროცესში წარმოქმნილი საკითხების დროული გადაწყვეტა;
  • დისტრიბუციის ხარჯების ოპტიმიზაციაზე მუშაობა;
  • გაყიდვების გუნდთან კოორდინაცია შეკვეთებისა და მიწოდებების შეუფერხებლად შესრულების მიზნით;
  • ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მართვა და ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ინფორმაციის/ანგარიშების მომზადება.

კანდიდატის მიმართ მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ორგანიზებისა და რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები;
  • პრობლემების სწრაფად გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • გუნდთან ეფექტური მუშაობის უნარი;
  • საოფისე პროგრამების, Excel-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 101;
  • სამუშაო განაკვეთი: სრული;
  • ფიქსირებული ხელფასი: 3, 000 ლარი;
  • ბონუსი: შედეგებზე დაფუძნებული;
  • პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო;
  • სტაბილური და მზარდი ქართული კომპანია.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
პრაიმ პროდუქტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა