საუზმის მიმტანი
"Reed Hotel Tbilisi" — ორთაჭალაში მდებარე 23 - ნომრიანი ბუტიკ-ტიპის სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას საუზმის მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნიკოლაძის ქ. 15 https://g.co/kgs/YaR4pv
- სამუშაო გრაფიკი: 2-2 ზე, 08:00 - 16:00, 1 საათი შესვენება
- ანაზღაურება: 60 ლარი ცვლა + ჩაი & ბონუსი
- კვებით უზრუნველყოფა
- უნიფორმით უზრუნველყოფა
- დაზღვევა
ძირითადი ფუნქციები:
- სტუმრების სწრაფად და თავაზიანად მომსახურება, მათ კმაყოფილებაზე ზრუნვა;
- მენიუსა და კერძების შესახებ ინფორმაციის ცოდნა და სტუმრებისთვის მიწოდება;
- მაგიდების გაწყობა და საჭირო ინვენტარის მომზადება;
- ჭურჭლისა და ინვენტარის სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
- სასტუმროს წესებისა და სამუშაო პროცედურების დაცვა.
საჭირო უნარები:
- ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე, დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დროის სწორად მართვა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "საუზმის მიმტანი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.