8858 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

6R26NX70 გამოქვეყნდა 11 სექ 3 ნახვა

ბანა

ბანა

გაყიდვების მენეჯერი

ბანა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾2300–3000 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია "ბანა" არის სტომატოლოგიური მასალებისა და აღჭურვილობის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც წლების გამოცდილებასა და მაღალ პროფესიონალიზმს აერთიანებს. ჩვენი პარტნიორები არიან პრემიუმ ბრენდები, როგორიცაა Straumann, Hu-Friedy, Neodent და Geistlich, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, დავაკმაყოფილოთ სტომატოლოგებისა და კლინიკების ყველა საჭიროება.

ვაკანსია: გაყიდვების მენეჯერი

სამუშაო აღწერილობა:

** სტომატოლოგიურ კლინიკებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება დადგენილი გეგმის შესაბამისად და ვიზიტების ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის სტრატეგიის მიხედვით. ** პოტენციურ კლიენტებთან (ექიმებთან, კლინიკის ხელმძღვანელებთან) შეხვედრების დაგეგმვა და პროდუქტის პრეზენტაციების ორგანიზება. ** კომპანიის პორტფელში არსებული პროდუქტების მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა და მათი სწორი კომუნიკაცია კლიენტებთან. ** ვიზიტებისა და შესრულებული სამუშაოს ყოველდღიურ რეჟიმში რეპორტინგი სისტემაში. ** ახალი პარტნიორების მოზიდვა და მათთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარება. ** არსებულ პარტნიორებთან პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება. ** კომპანიის მიერ განსაზღვრული KPI-ებისა და გაყიდვების გეგმის შესრულება. ** ბაზრის კვლევა და ახალი პროდუქტებისა და კომპანიების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება. ** ინგლისური ენის ცოდნა — აუცილებელი მოთხოვნაა. სხვა შემთხვევაში კანდიდატის რეზიუმე არ განიხილება. ** საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Office (Excel, Word, PowerPoint). ** საკუთარი ავტომობილის ფლობა — აუცილებელი მოთხოვნაა. კომპანია უზრუნველყოფს საწვავისა და ავტომობილის ცვეთის ხარჯს.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური და მარტივად დასაკავშირებელი. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ** დროის ეფექტურად მართვის უნარი. ** პუნქტუალური და მოწესრიგებული. ** შედეგებზე ორიენტირებული.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი ** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი ** ანაზღაურება: 1, 500 ლარი ფიქსირებული + ბონუსი რეალიზაციიდან ** საშუალო შემოსავალი: 2, 300-3, 000 ლარი

შემოუერთდი "ბანას" გუნდს და განავითარე შენი კარიერა სტომატოლოგიური დისტრიბუციის სფეროში!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ბანა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა