შოურუმის გაყიდვების მენეჯერი
ტრანსპორტერი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - შოუ რუმის გაყიდვების მენეჯერი
ქალაქში - ქუთაისი,
შოუ რუმის გაყიდვების მენეჯერიყველა მიმდინარე ვაკანსია/All Current Open Jobs კომპანია „ტრანსპორტერი“ წარმოადგენს მოტო-რეკრეაციული ტექნიკის ყველაზე დიდი ცენტრს ამიერკავკასიაში. ტრანპსორტერი ექსკლუზიური დისტრიბუტორია 80-ზე მეტი საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების, მათ შორის, BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena და სხვა.
მოხარული ვართ გამოვაცხადოთ შოურუმის გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია.
ძირითადი პირობები: - მდებარეობა: ქუთაისი, ნიკეას ქუჩა - სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო კვირა (40 სთ) - ანაზღაურება: ფიქსირებული 1600 ლარი ხელზე ასაღები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - გაყიდვების სფეროში მუშაობის 1+ წლიანი გამოცდილება, სასურველია პრემიუმ სეგმენტში, ავტო/მოტო ან ტექნიკის სფეროში - აუცილებელია ინგლისური ენის კარგ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა - სასურველია რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე - კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა კარგ სამომხმარებლო დონეზე
ძირითადი მოვალეობები: - შოურუმში შემოსული კლიენტების კონსულტირება, პროდუქტების სრულყოფილი გაცნობა, შეთავაზება და გაყიდვა; - გაყიდვის პროცესის უზრუნველყოფა - კონტრაქტის მომზადება და გაფორმება, პროგრამაში გატარება, ანგარიშსწორება, კლიენტის სრულყოფილი ინფორმირება ტექნიკის გამოყენებაზე; - შოურუმის მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა, პროდუქციის განთავსების ოპტიმიზაცია; - არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი, კომპანიის მიმართ ლოიალობაზე და გაყიდვებზე ორიენტირებული ურთიერთობების მართვა.
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 30 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
შერჩევის ეტაპები: - 1. რეზიუმეების გადარჩევა - 2. პირისპირ გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://hel-ai.com/apply/m9jUSp7d
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.