მოლარე-კონსულტანტი - ნახევარი განაკვეთი
თბილისი მოლში მდებარე "Hopihop"-ის საბავშვო სივრცე მოლარე-კონსულტანტს ეძებს.
თუ გსურს ბავშვებთან მუშაობა მხიარულ და მეგობრულ გარემოში, ეს ვაკანსია შენთვისაა!
გრაფიკი 1:
- ნახევარი განაკვეთი, კვირაში 21 საათი, კვირაში 3 დღე (შაბათი-კვირა და ერთი სამუშაო დღე). დღეში 7 საათი;
- 4 დასვენების დღე;
- ანაზღაურება: 600 ლარი.
გრაფიკი 2:
- ნახევარ განაკვეთი, კვირაში 21 საათი. კვირაში 5 დღე - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 17:30-დან 22:00-მდე;
- შაბათ-კვირა დასვენების დღეებია;
- ანაზღაურება: 600 ლარი.
რა იქნება შენი მოვალეობა?
- მარტივი სალარო ოპერაციების შესრულება;
- ბავშვების მიღება და დახმარების გაწევა ბატუტზე ხტუნაობის პროცესში;
- პლატფორმის ყოველდღიური შემოწმება.
ვის ვეძებთ?
- მხიარულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობიან ადამიანს, ვინც ინგლისურს მარტივ საკომუნიკაციო დონეზე ფლობს;
- სასურველია ჰქონდეს მომსახურების სფეროში ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერე შემდეგ მისამართზე:.
სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი (ნახევარი განაკვეთი)", ან დაგვიკავშირდი ნომერზე:.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.