9770 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

89PV1CPS გამოქვეყნდა 12 ოქტ 33 ნახვა

ოპერაციების მენეჯერი

მამუსი თულსი გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾2000 / თვეში −11% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,254 ₾ · 157 განცხადება ბოლო ვადა: 31 ოქტ

MAMUSI აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე

ანაზღაურება: ფიქსირებული 2,000 ლარი ხელზე, ყოველთვიურად. გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00, შესვენება 1 საათი. სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით ბაქრაძის 6ა.

როლი ეს არის პირველი ადამიანი, ვისთან ერთადაც ვიზრდებით. ვეძებთ ადამიანს, ვინც მაღაზიის, საწყობისა და საამქროს ყოველდღიურ მუშაობას წაიყვანს. თქვენს დაქვემდებარებაში იმუშავებს ერთი თანამშრომელი — მირჩილვის სპეციალისტი. შეთანხმებული წესების ფარგლებში ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად მიიღებთ; გამონაკლისებს დამფუძნებლებთან შეათანხმებთ.

თქვენი მიზანია, ყოველდღიური საქმე გამართულად მუშაობდეს და დამფუძნებლებს კომპანიის განვითარებისთვის დრო გამოუთავისუფლოთ.

ჩვენ შესახებ MAMUSI ქართული ბრენდია, რომელიც ქვასა და ბეტონზე სამუშაო ალმასის ინსტრუმენტების იმპორტსა და რეალიზაციაზეა სპეციალიზებული. მომხმარებლებს ვთავაზობთ ალმასის ხერხებს, სეგმენტებს, ბურღებსა და სახეხ-საპრიალებელ ინსტრუმენტებს. საკუთარ საამქროში ხერხების მირჩილვასა და აღდგენასაც ვასრულებთ.

კომპანია 2014 წლიდან მუშაობს. 2023 წელს ახალი ეტაპი დაიწყო MAMUSI-ის სახელით, რომელიც გარდაცვლილი დამფუძნებლის პატივსაცემად შეიქმნა. კომპანიას ორი დამფუძნებელი ხელმძღვანელობს, საერთაშორისო მაგისტრის ხარისხებითა და Fortune 500 კომპანიებში მუშაობის გამოცდილებით.

ახლა ვაშენებთ ზრდისთვის საჭირო საფუძველს: ვნერგავთ Odoo-ს, შტრიხკოდებსა და საწყობის სისტემას. ჩვენი მიზანია, გავხდეთ ალმასის ინსტრუმენტების №1 ბრენდი საქართველოში და შემდეგ საქართველოს ფარგლებს გარეთაც გავიდეთ.

რას გთავაზობთ - ადგილზე სწავლებასა და მხარდაჭერას: პროდუქტებს, Odoo-სა და შტრიხკოდებით მუშაობას ადგილზე ისწავლით. პირველ კვირაში დამფუძნებელთან ერთად იმუშავებთ, შემდეგ საქმეებს ეტაპობრივად, მათი მხარდაჭერით გადაიბარებთ. - რეალურ პასუხისმგებლობას: მაღაზიის, საწყობისა და საამქროს ყოველდღიური კოორდინაცია თქვენი პასუხისმგებლობა იქნება, შეთანხმებული უფლებამოსილების ფარგლებში. - გამჭვირვალე სამუშაო პირობებს: წერილობით ხელშეკრულებას, ოფიციალურ ანგარიშსწორებას და წელიწადში 24 სამუშაო დღეს ანაზღაურებად შვებულებას. შაბათი, კვირა და ოფიციალური დღესასწაულები დასვენების დღეებია. - განვითარების შესაძლებლობას: ზრდის გეგმა რეალურია — №1 საქართველოში, შემდეგ მის ფარგლებს გარეთ. ვინც ამ როლს კარგად წაიყვანს, ახალი როლებისა და ანაზღაურების გადახედვისთვის პირველ რიგში მას განვიხილავთ.

რას გააკეთებთ მომხმარებლის მომსახურება ყოველთვის პირველ ადგილზეა; დანარჩენი საქმეები თავისუფალ დროს კეთდება. - მოემსახურებით მომხმარებლებს — ეს თქვენი პირველი პრიორიტეტია: მომხმარებლები სხვადასხვა გზით მოგვმართავენ: მოდიან მაღაზიაში, გვირეკავენ, Facebook-ით გვწერენ, აკეთებენ მიწოდების შეკვეთას და სხვ. თითოეულს დაეხმარებით პროდუქტის შერჩევაში და შეკვეთას ბოლომდე მიიყვანთ. საჭიროების შემთხვევაში დასვამთ კითხვებს — მაგალითად, რომელ ქვაზე და რომელ დანადგარზე მუშაობენ. - აღრიცხავთ გაყიდვებს: ყველა გაყიდვას იმავე დღეს Odoo-ში ასახავთ და შესაბამის ჩეკს გასცემთ. - კოორდინაციას გაუწევთ საამქროს: მიიღებთ ხერხებსა და ბურღებს, მირჩილვის სპეციალისტს მოუმზადებთ საჭირო მასალებს — სეგმენტებს, სპილენძს, ფლუსსა და სტიკერებს; დაალაგებთ სამუშაოების რიგს და გააკონტროლებთ მომხმარებელთან შეთანხმებულ ვადებს. - მართავთ მარაგის მოძრაობას: მაღაზიაში პროდუქტს საწყობიდან შეავსებთ და საქონლის გადაადგილებას შეთანხმებული წესებით აღრიცხავთ. - დაუკავშირდებით მომხმარებლებს: დავალიანების დასაფარად, პროდუქტის ხარისხზე უკუკავშირის მისაღებად, დამატებითი პროდუქტის შესათავაზებლად და რეკომენდაციების მოსაპოვებლად. - მიიღებთ იმპორტირებულ საქონელს: დაახლოებით ორ თვეში ერთხელ მიიღებთ, დაითვლით და დაალაგებთ საქონელს, საჭიროებისას მიაკრავთ შტრიხკოდებს და გადაიღებთ ფოტოებს. დიდი მოცულობის შემთხვევაში დამხმარეებს მოიწვევთ და მათ მუშაობას კოორდინაციას გაუწევთ. - დახურავთ სამუშაო დღეს: მოამზადებთ ზეტ ანგარიშს, დახურავთ ტერმინალს და დამფუძნებლებს გაუგზავნით მოკლე ანგარიშს გაყიდვების, შეფერხებებისა და საყურადღებო საკითხების შესახებ. - საქონლის მიღება, ყუთებისა და ხერხების გადაადგილება და თაროებზე განთავსება ამ სამუშაოს ყოველდღიური ნაწილია.

რას ველით თქვენგან - ქართულად გამართულად ემსახურებით მომხმარებლებს; ინგლისურად შეგიძლიათ სამუშაო ტექსტებისა და პროგრამის ინსტრუქციების გაგება და მოკლე წერილის მომზადება. - მომხმარებელს ტელეფონითა და პირისპირ ესაუბრებით გასაგებად, თავაზიანად და კონკრეტულად. - Excel-ს ან Google Sheets-ს დამოუკიდებლად იყენებთ და გაქვთ AI ასისტენტის რეალურ საქმეში გამოყენების გამოცდილება. - რამდენიმე საქმის ერთდროულად შემოსვლისას შეგიძლიათ პრიორიტეტების დალაგება და შეთანხმებული ვადების დაცვა. - მზად ხართ ზემოთ აღწერილი ყოველდღიური ფიზიკური სამუშაოსთვის. - უპირატესობად ჩაითვლება: გაყიდვებში ან მომხმარებელთა მომსახურებაში მუშაობის გამოცდილება; ქვის, მშენებლობის ან ინსტრუმენტების სფეროს ცოდნა.

როგორ ვმუშაობთ ვეძებთ ადამიანს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სიზუსტე, პატიოსნება, ინიციატივა და პირობის შესრულება: - რასაც დაპირდით, აკეთებთ: დაპირებული ზარი ხორციელდება, გაყიდვა აღირიცხება, დღე იხურება და ხერხი მომხმარებელს შეთანხმებულ დღეს უბრუნდება. - ინიციატივას იჩენთ: ავსებთ თაროს, სანამ ვინმე გთხოვთ, და დროულად ამჩნევთ, რა აფერხებს მუშაობას. - დატვირთულ დროს მშვიდად მოქმედებთ, საჭიროებისას მტკიცე ხართ და შეგიძლიათ თქვათ: „არ ვიცი, გავარკვევ". - უკუკავშირს საქმეში იყენებთ და შეთანხმებულ წესებს იცავთ. - მომხმარებლებსა და თანამშრომლებს პატივისცემით ეპყრობით. - ყოველდღე ვსაუბრობთ მიმდინარე საქმეებზე, ვაზიარებთ აზრებს და ვსვამთ შეკითხვებს. შეკითხვების დასმა და შეცდომის დროულად აღიარება მისაღებია; ველით, რომ პრობლემას დროულად გაგვიზიარებთ და მის მოგვარებაში ჩაერთვებით. სამუშაო საათებში ყურადღებას ვამახვილებთ საქმეზე, ვადებსა და ხარისხზე.

რეკომენდაციის ბონუსი შესაძლოა ეს როლი თქვენთვის არ იყოს ან თქვენი კვალიფიკაცია მას აღემატებოდეს. თუ იცნობთ ადამიანს, ვინც ამ როლს იდეალურად შეასრულებს, გაგვიწიეთ რეკომენდაცია: თუ მას სამსახურში ავიყვანთ, წახალისების სახით 300 ლარს გადაგიხდით. ბონუსს გადავიხდით ახალი თანამშრომლის პირველი სრული სამუშაო თვის შემდეგ. ერთი პირობა: კანდიდატმა გასაუბრებაზე უნდა დაგვისახელოს, ვინ გაუწია რეკომენდაცია.

შერჩევის ეტაპები: განაცხადების პირველადი დახარისხება → მოკლე გაცნობითი ზარი → გასაუბრება დამფუძნებლებთან ადგილზე → გადაწყვეტილება.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გ

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

ადამიანური რესურსების ადმინისტრაციის ასისტენტი

ახალი
Evolution თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი კომპანიის საიტი
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა