საწყობის თანამშრომელი
სამშენებლო კომპანია "კოტეკონს ქონსთრაქშენ" ბათუმში მიმდინარე პროექტისთვის — Silk Towers — ეძებს საწყობის თანამშრომელს.
კომპანია, 20 წელზე მეტი გამოცდილებით, ვიეტნამის ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ახორციელებს მსხვილმასშტაბიან საცხოვრებელ, კომერციულ, სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
საქართველოში მიმდინარე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი კომპანიის გრძელვადიან ხედვას, მაღალ ამბიციებსა და ქართული სამშენებლო სექტორის განვითარებაში აქტიურ ჩართულობას უსვამს ხაზს.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
- სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბარბიუსის 6;
- ანაზღაურება: 2200 ლარი, ხელზე ასაღები.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- კომპანიის მიერ სრულად დაფინანსებულ სამედიცინო დაზღვევას;
- კორპორაციულ სიმ-ბარათს უფასო ინტერნეტითა და სალაპარაკო წუთებით;
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამშენებლო მასალების, მოწყობილობებისა და ინსტრუმენტების მიღება, შემოწმება და საწყობში განთავსება;
- მიღებული მასალის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შესაბამისობის შემოწმება ზედნადებთან და შესყიდვის შეკვეთასთან;
- მასალის გაცემა ობიექტზე დამტკიცებული მოთხოვნის ფორმის საფუძველზე და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- მარაგების ყოველდღიური აღრიცხვა და საწყობის ნაშთების კონტროლი (შემოსავალი/გასავალი);
- ინვენტარიზაციის ჩატარება, გადახრების დაფიქსირება და ანგარიშგება;
- საწყობის ორგანიზება — მასალის სწორი დასაწყობება, მარკირება, შენახვის პირობებისა და ვარგისიანობის ვადების დაცვა;
- მიწოდებისას მომწოდებლებთან, ხოლო დატვირთვა-გადმოტვირთვისას ქვეკონტრაქტორების ბრიგადებთან კოორდინაცია;
- მარაგის კრიტიკულ ნიშნულამდე შემცირების შესახებ მშენებლობის მენეჯერის დროული ინფორმირება;
- საწყობის ტერიტორიაზე წესრიგის, შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვა.
მოთხოვნები:
- საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
- საწყობში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო ობიექტზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასაწყობო აღრიცხვისა და მიღება-გაცემის დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა;
- MS Excel-ის ცოდნა; სასაწყობო/ERP პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სამშენებლო მასალების ცოდნა და ფიზიკური სამუშაოს შესრულების მზაობა;
- ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა საერთაშორისო გუნდთან კომუნიკაციისთვის
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კოტეკონს კონსთრაქშენმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კოტეკონს ქონსთრაქშენის" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.