გაყიდვების მენეჯერი
ერთ-ერთი ლოგისტიკური კომპანიისთვის, რომელიც 25 წელზე მეტია წარმატებით მოღვაწეობს საჰაერო/საზღვაო/სარკინიგზო და სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებით, ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები: - ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა საერთაშორისო სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვების მიმართულებით; - არსებული და საკუთარი აქტიური კლიენტების ბაზის განვითარება, შენარჩუნება და გრძელვადიანი ურთიერთობების მართვა; - კლიენტის საჭიროებების იდენტიფიცირება, კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება; - ტარიფებისა და მომსახურების პირობების შეთანხმება ოპერაციულ გუნდთან და შეკვეთების სწორად გადაცემა; - გაყიდვების გეგმისა და ინდივიდუალური KPI-ების შესრულება; CRM-ში პროცესის, კომუნიკაციისა და პროგნოზების დროული აღრიცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლოგისტიკურ კომპანიაში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე; - სასურველია ბაკალავრის ხარისხი ლოგისტიკაში; - აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე; - აუცილებელია Microsoft და CRM პროგრამების ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია; - ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი - სამუშაო ადგიკლმდებარეობა - თბილისი - სამუშაო კვირა - 40 საათი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიარეთ რეზიუმე მისამართზე.
წარმატებებს გისურვებთ!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.