ბარ-რესტორნის მენეჯერი
ლუდსახარში აფენი / Apeni Brewery ეძებს ბარ-რესტორნის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს ლუდსახარშთან არსებულ ბარ-რესტორანს და ჩაერთვება მისი შემდგომი განვითარების პროცესში.
ბარ-რესტორანში იგეგმება ინტერიერის, მენიუსა და მომსახურების პროცესების განახლება. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელსაც ექნება როგორც ყოველდღიური ოპერაციების ეფექტურად მართვის უნარი, ასევე განვითარების ხედვა და გუნდის ორგანიზების გამოცდილება.
სამუშაო ადგილი: სოფ. ჭაბუკიანი, ლაგოდეხის რ.-ნი. სამუშაო გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა; ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
- ბარ-რესტორნის რეორგანიზაციისა და განვითარების გეგმაში მონაწილეობა;
- ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
- სტუმრების მომსახურების ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესება;
- პერსონალის მართვა, სამუშაო პროცესების დაგეგმვა და ორგანიზება;
- რესტორნის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- სამუშაო პროცესების გაუმჯობესებასა და განვითარებაზე მუშაობა;
- საკვებისა და სასმლის მიმართულების ოპერაციული მართვა;
- სისუფთავის, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების კონტროლი;
- შეფ-მზარეულთან მენიუს შეთანხმება და მენიუს განახლების პროცესში მონაწილეობა;
- საკვებისა და სასმლის მარაგების კონტროლი;
- შრომის უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;
- საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- გუნდის მართვისა და მოტივაციის უნარი;
- ძლიერი ორგანიზაციული და მენეჯერული უნარები;
- მომსახურების ხარისხის მაღალი სტანდარტების ცოდნა;
- შრომის უსაფრთხოების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა;
- დოკუმენტაციის წარმოების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ბარ-რესტორნის მენეჯერი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.