8,842 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

BH820BEY გამოქვეყნდა 21 სექ 7 ნახვა

Bistro By Gastronome

Bistro By Gastronome

ბარისტა

Bistro By Gastronome გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 22 ოქტ

"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს და განსხვავებული კონცეფციის რესტორნებს.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 3 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან.

Bistro By Gastronome -ში ვეძებთ თანამშრომელს ბარისტას პოზიციაზე.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი, მზარდი ფიქსირებული ხელფასი.
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი (კომფორტული და ორმხრივად შეთანხმებული გრაფიკით).
  • ჯანმრთელობის დაზღვევა: სრულად დაფინანსებული კორპორატიული პაკეტი.
  • ფასდაკლების ბარათი
  • კვების თანხა დანამატი
  • კარიერა: რეალური პროფესიული ზრდის პერსპექტივა ჯგუფის შიგნით.
  • აღიარება: თვიური დაჯილდოებები გამორჩეული თანამშრომლებისთვის და ჯანსაღი, მეგობრული გუნდი.

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღალი ხარისხის ყავის, და სპეციალური სასმელების მომზადება
  • სასმელების დეკორირება და გემოვნური პრეზენტაცია
  • სტუმრების დახვედრა და ყურადღების მიქცევა პერსონალურ დონეზე
  • შეკვეთების სწრაფი და ზუსტი მიღება
  • სამუშაო ადგილის, ყავის დანადგარებისა და ხელსაწყოების ყოველდღიური წმენდა
  • საჭირო ინგრედიენტებისა და მასალების მარაგის შემოწმება
  • დამატებული პროდუქტების დროულად შეკვეთა მენეჯერთან შეთანხმებით
  • პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი
  • არსებული ინვენტარის კონტროლი, მოვლა და გატეხილი ჭურჭლის აღრიცხვა & HACCP-ისა და შიდა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, FIFO სტანდარტების დაცვა;
  • ვოლტის აპლიკაციის კონტროლი: ჩართვა, მენიუს შემოწმება, შეკვეთების დროული მიღება და ოპერატიული რეაგირება მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;

საჭირო უნარები:

  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
  • ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

ადგილმდებარეობა: ქავთარაძის N1

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 5 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ დელივერი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Bistro By Gastronome
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა