9,032 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

CW8008K1 გამოქვეყნდა 18 სექ 4 ნახვა

ვეივ ინჟინერინგი

ვეივ ინჟინერინგი

MEP ინჟინერი

ვეივ ინჟინერინგი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 18 ოქტ

"ვეივი" არის საინჟინრო კომპანია, რომელიც ახორციელებს სრულ MEP პროექტირებას, მონტაჟსა და კონსულტაციას (გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია, სახანძრო უსაფრთხოება, ელექტროობა, წყალმომარაგება).

ჩვენ ვქმნით მაღალტექნოლოგიურ და ენერგოეფექტურ საინჟინრო გადაწყვეტილებებს. WAVE-ის გუნდში გაერთიანებულნი არიან პროფესიონალები, რომლებისთვისაც უმთავრესია ხარისხი, ინოვაციური მიდგომები და მუდმივი განვითარება. ჩვენთან კანდიდატებს ხვდებათ მეგობრული სამუშაო გარემო, საინტერესო გამოწვევები და კარიერული ზრდის რეალური პერსპექტივა.

"ვეივის" გუნდი ახალ წევრს ეძებს! თუ ხარ პასუხისმგებლობიანი, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული ინჟინერი, მოხარული ვიქნებით გაგიცნოთ.

ძირითადი მოვალეობები:

  • HVAC სისტემების პროექტირება: გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
  • წყალმომარაგება და კანალიზაცია: შიდა ქსელების დაპროექტება, შესაბამისი ჰიდრავლიკური ანგარიშების წარმოება.
  • სახანძრო უსაფრთხოების სისტემები: ხანძარსაწინააღმდეგო და კვამლგამწოვი სისტემების დაპროექტება.
  • საპროექტო ანგარიშები: თბოდანაკარგების/თბომოდინების, ჰაერცვლის, წნევის ვარდნისა და ხარჯების გაანგარიშება.
  • სტანდარტებთან შესაბამისობა: ადგილობრივ და საერთაშორისო ნორმებთან (საქართველოს 41-ე დადგენილება, NFPA, ASHRAE) შესაბამისი პროექტების შექმნა.
  • უწყისების მომზადება: მასალების რაოდენობებისა (BOM) და ტექნიკური დავალებების შედგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი ტექნიკური/საინჟინრო განათლება (მექანიკის ინჟინერია, მშენებლობა ან მომიჯნავე სფერო).
  • სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი MEP სისტემების (HVAC, Plumbing, FLS) დაპროექტების მიმართულებით.

პროგრამული უზრუნველყოფა:

  • AutoCAD / AutoCAD MEP (სავალდებულო)
  • Revit (MEP) — პროექტების შესრულების გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
  • ნორმატიული ბაზის ცოდნა: ადგილობრივი სამშენებლო რეგულაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების (NFPA 13, 14, 90A, 92; ASHRAE) საბაზისო ცოდნა.

შერჩეული კანდიდატი აქტიურად იქნება ჩართული პროექტის დაგეგმვა/განხორციელებაში და ითანამშრომლებს პროექტში ჩართულ ყველა მხარესთან.

სამუშაო გრაფიკი: სრული 09:00-18:00 (შაბათ-კვირის გარდა); ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, პეკინის ქ. N31

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ვეივ ინჟინერინგი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა