8,895 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

D6YAJCBG გამოქვეყნდა 23 სექ 6 ნახვა

Kiwi Post

Kiwi Post

ცხელი ხაზის ოპერატორი

Kiwi Post გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 22 ოქტ

„KiwiPost", როგორც ერთ-ერთი ლიდერი გადამზიდი საქართველოს ბაზარზე, ახორციელებს საერთაშორისო ამანათების გადაზიდვას მსოფლის 7 ქვეყნიდან და სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფ, უსაფრთხო და ეფექტურ ლოჯისტიკურ სერვისებს. ჩვენი გამოცდილება, სანდო პარტნიორული ქსელი, და პროფესიონალი გუნდი გვაძლევს შესაძლებლობას, წარმატებით ვიოპერიროთ როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ ბაზარზე. ასევე, ვემსახურებით საერთაშორისო ელ. კომერციის მსხვილ პლატფორმებს და ვახორციელებთ საბაჟო და Last mile მომსახურებებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, სისწრაფე და მომხმარებლის გამოცდილება — ამიტომ ვქმნით განვითარებაზე ორიენტირებულ, დინამიკურ სამუშაო გარემოს და ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გახდნენ ჩვენი გუნდის ნაწილი. ეწვიეთ ჩვენს LinkedIn-ის ან Facebook-ის გვერდს, რომ გაიგოთ მეტი ჩვენი საქმიანობის შესახებ.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და თავაზიან ცხელი ხაზის ოპერატორს, რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებლისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევაზე.

ვაკანსიის შესახებ: კომპანიაში თქვენი როლი იქნება: - მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია; პრობლემის იდენტიფიცირება და კვალიფიციური პასუხის გაცემა; კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვა - მომხმარებელთა მომსახურება ონლაინ-ჩატის მეშვეობით. - მომსახურების გაწევისათვის აუცილებლად საჭირო შიდა მონაცემთა ბაზებთან მუშაობა - მომხმარებლებისთვის ზოგადი ინფორმაციის მიწოდება (კომპანიაზე, სერვისებზე, სამუშაო საათებზე და სხვა - პრობლემური სიტუაციების მართვა და სხვა პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება

როგორც ცხელი ხაზის ოპერატორს, ჩვენ გვსურს, რომ თქვენ გქონდეთ: - გამოცდილება კლიენტთა მომსახურების სფეროში - გამართული და დახვეწილი მეტყველება - ვერბალური და წერითი კომუნიკაციის კარგი უნარი ქართულ და რუსულ ენებზე - ორგანიზებულობა; - ენერგიულობა; - კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა; - გუნდურობა; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

ჩვენ გპირდებით: - ფიქსირებულ ანაზღაურებას; - პროფესიული ზრდის შესაძლებლობას - მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს - ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "კივის" მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ თქვენი კანდიდატურის შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების განხილვის მიზნებისთვის.

თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.

თქვენ გაქვთ უფლება: მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ; მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა; გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Kiwi Post
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა