მზარეული, სუ-შეფი
−24% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,853 ₾ · 58 განცხადება
გამოქვეყნდა 10 ნოე (დარჩა 25 დღე) ბოლო ვადა: 10 დეკ
ბარისა და სწრაფი კვების ობიექტი აცხადებს ვაკანსიას მზარეულისა და სუ-შეფის პოზიციებზე.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ თანამშრომლებს მცირე მენიუზე სამუშაოდ.
მენიუ მოიცავს
- ქათმის სტრიფსებს;
- ქათმის ბურგერს;
- Loaded Fries-ს;
- ბრაუნის;
- Loaded Brownie-ს.
სამუშაო პირობები
- მზარეულის ანაზღაურება: 1400 ლარი თვეში;
- სუ-შეფის ანაზღაურება: 1800 ლარი თვეში;
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დასვენება;
- ორშაბათი საერთო დასვენების დღეა, მეორე დღე განისაზღვრება ცვლების მიხედვით;
- კვირაში ოთხი ცვლა 9-საათიანია, ერთი — 12-საათიანი.
ძირითადი მოვალეობები — მზარეული
- სამუშაო პროცესისთვის საჭირო პროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების მომზადება;
- კერძებისა და დესერტების მომზადება ტექნოლოგიური ბარათების, განსაზღვრული გრამაჟებისა და ხარისხის სტანდარტების დაცვით;
- შეკვეთების დროული აწყობა, შეფუთვა და გაცემა;
- პროდუქტების ვარგისიანობის ვადებისა და შენახვის პირობების კონტროლი;
- სამზარეულოს, სამუშაო ზედაპირებისა და ინვენტარის სისუფთავის დაცვა.
დამატებითი მოვალეობები — სუ-შეფი
სუ-შეფი მონაწილეობს სამზარეულოს ყოველდღიურ მუშაობაში და, მზარეულის ძირითადი ფუნქციების გარდა, პასუხისმგებელია:
- პროდუქციისა და საჭირო ნედლეულის შეკვეთების მომზადებასა და მომწოდებლებთან კოორდინაციაზე;
- სასაწყობე და მიმდინარე მარაგების კონტროლზე;
- მარაგების პერიოდული აღწერისა და ინვენტარიზაციის ჩატარებაზე;
- პროდუქციის მიღებისას რაოდენობის, ხარისხისა და შესაბამისობის შემოწმებაზე;
- პროდუქციის დანაკარგებისა და ჩამოწერების აღრიცხვაზე;
- საჭირო მარაგების წინასწარ დაგეგმვაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული პროდუქციის დეფიციტი;
- ტექნოლოგიური ბარათების, გრამაჟებისა და ხარისხის სტანდარტების შესრულების კონტროლზე;
- სამზარეულოს სამუშაო პროცესის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობასთან კოორდინაციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მზარეულის პოზიციისთვის
- ფრიტურთან მუშაობის გამოცდილება;
- დესერტების მომზადების საბაზისო ცოდნა;
- Microsoft Excel-ის საბაზისო ცოდნა — რეცეპტებისა და ტექნოლოგიური ბარათების წაკითხვა და გამოყენება;
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- ორგანიზებულად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და სისუფთავის დაცვა.
- მრავალწლიანი გამოცდილება აუცილებელი არ არის. განიხილებიან მცირე გამოცდილების მქონე კანდიდატებიც, რომლებიც მზად არიან ისწავლონ.
სუ-შეფის პოზიციისთვის დამატებით
- სამზარეულოში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- პროდუქციის შეკვეთებისა და მარაგების მართვის გამოცდილება;
- ინვენტარიზაციისა და პროდუქციის აღრიცხვის ცოდნა;
- Microsoft Excel-ში მარაგებისა და შეკვეთების ცხრილებთან მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და სამუშაო პროცესის ორგანიზების უნარი.
განაცხადის გამოგზავნა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე. წერილის სათაურში მიუთითეთ სასურველი პოზიცია: "მზარეული" ან "სუ-შეფი".