გაყიდვების ასისტენტი
"საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო" (GREA) - კომპანია, რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: "ლისი ტოპოგრაფი", "არსენალი რეზიდენსი", "რუმიქს დეველოპმენტი" და სხვა) გუნდში ეძებს დეველოპერული პროექტის გაყიდვების ასისტენტს, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება:
- ქოლ-ცენტრში შემოსული ზარების პასუხი და გადამისამართება გაყიდვების მენეჯერებთან.
- პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
- საჭიროების შემთხვევაში პროექტების შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდება კლიენტებისთვის.
- კლიენტების რეგისტრაცია CRM პროგრამაში.
- სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა.
- შემოსული მეილების მონიტორინგი / გადამისამართება შინაარსის მიხედვით.
- გაყიდვების ოფისის გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი/უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: ბაკალავრი.
- გამართული მეტყველების უნარი;
- ენები: ინგლისური, რუსული;
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები - სამომხმარებლო დონეზე.
პიროვნული თვისებები:
- მოტივირებული;
- პოზიტიური;
- კომუნიკაბელური;
- დისციპლინირებული/პუნქტუალური;
- პასუხისმგებლიანი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დარწმუნების უნარი;
- დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი.
- სამუშაო კვირის განრიგი: 5 სამუშაო დღე.
- სამუშაო საათები: 10:00 - 18:30.
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი + ბონუსი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "GREA"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე.
გისურვებთ წარმატებას!
კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე https://www.grea.ge
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.