9,134 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

E7W032AS გამოქვეყნდა 18 სექ 4 ნახვა

8000 მოსავალი

8000 მოსავალი

ღვინის კონსულტანტი

8000 მოსავალი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 19 ოქტ

ღვინის მაღაზია/ბარი "8000 მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას ღვინის კონსულტანტის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

ვინ ვართ ჩვენ:

"8000 მოსავალი" არის ქართული ღვინის მაღაზია/ბარი, სადაც წარმოდგენილია დამოუკიდებელი კომისიის მიერ ფარული დეგუსტაციის წესით შერჩეული ღვინოები. დღეს ჩვენს კოლექციაში 2000-მდე რჩეული ქართული ღვინოა.

ჩვენს ბარში სტუმრებს შეუძლიათ ღვინის შეძენა მაღაზიის თაროს ფასად და მისი დაგემოვნება ღვინოსთან იდეალურად შეხამებულ ცივ ხემსთან ერთად. სივრცე შექმნილია იმისთვის, რომ ღვინო იყოს გააზრებული სიამოვნება და არა უბრალოდ სასმელი. აქტიურად ვატარებთ საგანმანათლებლო და თემატურ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ღვინის შესახებ ცოდნის გაზრდა და ღვინის სმის მართებული კულტურის ჩამოყალიბება საზოგადოებაში.

ჩვენი მისიაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო. ამ ეტაპზე "8000 მოსავალი" 6 მაღაზია/ბარს და ონლაინ მაღაზიას აერთიანებს.

რას გთავაზობთ ჩვენთან დასაქმებისას:

  • მუშაობას გუნდში, რომელიც საერთო ხედვითა და ღირებულებებით არის გაერთიანებული;
  • ღვინის რეგულარულ დაგემოვნებას და ღვინის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
  • FitPass-ის აბონიმენტს შეღავათიანი პირობებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა ქართული ღვინის შესახებ და ინდივიდუალური რეკომენდაციების შეთავაზება;
  • სტუმრების გემოვნების მიხედვით ღვინის შერჩევაში დახმარება;
  • ღვინოსთან შეხამებული ცივი ხემსის შეთავაზება;
  • მაღაზიაში წარმოდგენილი ასორტიმენტის ცოდნა და პროდუქტის პრეზენტაცია;
  • სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

  • ქართული ღვინის სფეროს მიმართ მაღალი ინტერესი და საბაზისო ცოდნა;
  • მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • გაყიდვებზე და სტუმრის დადებით გამოცდილებაზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ინტენსიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართულად საუბარი;
  • სასურველია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება, თუმცა არა აუცილებელი.

სამუშაო გრაფიკი:

  • ცვლა 1: სრული, კვირაში 5 დღე, 11:00-19:00 ან 16:00-00:00სთ (ბაგები, წყნეთის გზატკეცილის ფილიალი)
  • ცვლა 2: არასრული, კვირაში 5 დღე, 11:00-17:00სთ (საბურთალო, ცინცაძის ფილიალი)
  • ცვლა 3: არასრული, კვირაში 5 დღე, 20:00-01:00სთ ან 18:00-23:00სთ (საბურთალო, ცინცაძის ფილიალი)
  • ცვლა 4: სრული, კვირაში 5 დღე, 17:00-01:00სთ (საბურთალო, ცინცაძის ფილიალი))
  • ცვლა 5: არასრული, კვირაში 4 დღე, 11:00-17:00სთ (ვაკე, აბაშიძის ფილიალი)
  • ცვლა 6: არასრული, კვირაში 5 დღე, 11:00-17:00სთ (თაბუკაშვილის ფილიალი)

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი რეზიუმე შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, შპს "ქართული ღვინის კოოპერაცია"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან და/ან სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების მოთხოვნის უფლებით, აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

შპს "ქართული ღვინის კოოპერაცია" აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
8000 მოსავალი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა