უძრავი ქონების ბროკერი
კომპანია "Hill City" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების ბროკერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე/საბურთალო სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 11:00 -დან 19:00 საათამდე;
პოზიციის მიზანია გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.
მოთხოვნები: ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სულ მცირე 2 წელი (პრიორიტეტი მიენიჭება უძრავი ქონების მიმართულებით გამოცდილებას) ** უმაღლესი განათლება. ** ენების ცოდნა: ქართული - სრულყოფილად, რუსული, ინგლისური - სასურველია სასაუბრო დონეზე;
ფუნქციები:
- კლიენტებთან სატელეფონო და წერილობითი სახით კომუნიკაცია - პროდუქტის შეთავაზება.
- კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება.
- გასაყიდი ქონების საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა
- მომხმარებელთა საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა.
- დაინტერესებული მომხმარებლისთვის გასაყიდი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება.
აუცილებელი უნარები:
- ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა)
- მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
- ინიციატივის გამოჩენის უნარი
- გაყიდვების უნარი (დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია)
- გამართულად მეტყველების და წერის უნარი
- დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
- გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
- ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, პუნქტუალურობა.
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:
- CV-ის განხილვა
- გასაუბრება.
ანაზღაურება: სახელფასო ზღვარი 2000 - 9000 ლარი (სრულად გამომუშავებით, დამოკიდებულია აქტიურობასა და შრომისმოყვარეობაზე) განისაზღვრება გაყიდული უძრავი ქონებიდან კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლის 40%-60%-ით
სტაჟირება: ორი კვირა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტო-სურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "უძრავი ქონების ბროკერი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.