8,842 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

F5A6RYW3 გამოქვეყნდა 21 სექ 3 ნახვა

Keyway

Keyway

უძრავი ქონების აგენტი/ბროკერი

Keyway გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 22 ოქტ

"KEYWAY" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტი/ბროკერის პოზიციაზე.

"KEYWAY" — თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებული უძრავი ქონების სააგენტო - აფართოებს გუნდს და ეძებს მიზანდასახულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს.

თუ გინდა უძრავი ქონების სფეროში შექმნა წარმატებული კარიერა, მუდმივად განვითარდე და შენი შემოსავალი შენს შედეგებზე იყოს დამოკიდებული —

"KEYWAY"-ს კარი შენთვის ღიაა!

ჩვენს გუნდში გთავაზობთ:

  • პროფესიულ და თანამედროვე გარემოს;
  • ტრენინგებსა და პრაქტიკულ სწავლებას;
  • გუნდურ მხარდაჭერას;
  • ულიმიტო კორპორაციულ ნომრებს;
  • განცხადებების ასატვირთად მუდმივ ბალანსს;
  • წამახალისებელ პრიზებს და ბევრს სხვა ბენეფიტებს;
  • ასევე პრემიუმ კლასის სამუშაო სივრცეს;
  • მაღალ ანაზღაურებს;
  • დაწინაურების საშუალებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

  • მიზანდასახულობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • სწავლისა და განვითარების სურვილი;
  • გუნდური მუშაობა;
  • უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა დამწყები კანდიდატებიც განიხილებიან;
  • ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის 68. ანაზღაურება: 2000-15000ლ შემოსავალი დამოკიდებულია აგენტის აქტიურობაზე. სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-19:00.

თუ თვლით რომ "KEYWAY"-ს მოთხოვნებს აკმაყოფილებთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

წარმატებას გისურვებთ!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Keyway
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა