8,960 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

GSQDD4GE გამოქვეყნდა 23 სექ 13 ნახვა

სინტაქსი

სინტაქსი

საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი

სინტაქსი გარე განცხადება
დისტანციური სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ოქტ

IT კომპანია "სინტაქსი" (https://www.syntax.ge) რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი:

დუბაის ბაზარზე ახალი კორპორაციული კლიენტების მოზიდვა და გაყიდვების სრული ციკლის მართვა - პროსპექტინგიდან და საჭიროებების აღმოჩენიდან, კომერციული შეთავაზების, მოლაპარაკებისა და ხელშეკრულების გაფორმებამდე. ასევე, არსებული სტრატეგიული კლიენტების განვითარება, შემოსავლის ზრდა და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.

სამუშაო პირობები:

  • ლოკაცია: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 145ა;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
  • სამიზნე ბაზარი: დუბაი/არაბთა გაერთიანებული საამიროები
  • სამუშაო ფორმატი: დისტანციური გაყიდვების პროცესის მართვა საქართველოდან და პერიოდული მივლინებები დუბაიში.

დამატებითი სარგებელი:

  • შესაბამისი სასწავლო კურსების დაფინანსება;
  • სწრაფად მზარდ კომპანიაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • დუბაის ბაზარზე მიზნობრივი კორპორაციული კლიენტების იდენტიფიცირება, მოძიება და მათთან პირველადი კონტაქტის დამყარება სხვადასხვა არხის გამოყენებით;
  • შემოსული ლიდების დროული დამუშავება, კვალიფიკაცია და გაყიდვების შესაძლებლობად გარდაქმნა;
  • კლიენტის ბიზნეს-საჭიროებების კვლევა და შესაბამისი IT სერვისების/პროდუქტების ღირებულებაზე დაფუძნებული შეთავაზება;
  • გაყიდვების სრული ციკლის მართვა: შეხვედრის დანიშვნა, საჭიროებების აღმოჩენა, შიდა გუნდთან გადაწყვეტის შეთანხმება, შეთავაზების მომზადება, პრეზენტაცია, მოლაპარაკება და ხელშეკრულების გაფორმება;
  • დუბაიში პერიოდული ვიზიტების დაგეგმვა და საბოლოო მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ფიზიკური შეხვედრების ჩატარება;
  • არსებული მნიშვნელოვანი კლიენტების პორტფელის მართვა, რეგულარული კომუნიკაცია და დამატებითი გაყიდვების შესაძლებლობების გამოვლენა (Upsell / Cross-sell);
  • წლიური კონტრაქტების, განახლებებისა და ვადების მონიტორინგი, შესაბამის გუნდებთან კოორდინაციით;
  • IT პროექტების, მარკეტინგის, ფინანსურ და ოპერაციულ გუნდებთან კოორდინაცია კლიენტისთვის დროული და ზუსტი შეთავაზების უზრუნველსაყოფად;
  • საჭიროების შემთხვევაში, ვენდორებთან და დისტრიბუტორებთან კომუნიკაციაში მონაწილეობა;
  • კლიენტების დებიტორული დავალიანებების კონტროლი და გადახდების პროცესის კოორდინაცია ფინანსურ გუნდთან;
  • CRM-ში ლიდების, შესაძლებლობების, კომუნიკაციის ისტორიის, შემდეგი ნაბიჯებისა და მოსალოდნელი დახურვის თარიღების სრულად და დროულად ასახვა;
  • გაყიდვების პროგნოზების, pipeline-ისა და ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
  • ინდივიდუალური ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გაყიდვების გეგმისა და KPI-ების შესრულება;
  • დუბაის ბაზარზე გაყიდვების ზრდის ინიციატივების შემუშავება, ახალი არხებისა და პარტნიორობის შესაძლებლობების მოძიება და მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა;
  • კონკურენტული გარემოს, კლიენტების მოთხოვნებისა და ბაზრის ტენდენციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ხელმძღვანელისთვის რეკომენდაციების წარდგენა;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მონათესავე მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • B2B გაყიდვებში ან Account Management-ში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება. Enterprise კლიენტებთან და IT პროდუქტებთან/სერვისებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • ინგლისური ენა - მინიმუმ B2 დონე. საქმიანი მიმოწერის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების თავისუფლად წარმართვის უნარი;
  • MS Office (განსაკუთრებით Excel და PowerPoint) და CRM სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • დუბაიში პერიოდული მივლინების მზაობა და დუბაის სამუშაო საათებთან/ბიზნეს კალენდართან საჭიროებისამებრ ადაპტირების შესაძლებლობა.

პიროვნული უნარები და კომპეტენციები:

  • აქტიური გაყიდვების, პროსპექტინგისა და ახალი კლიენტების მოზიდვის უნარი;
  • ძლიერი კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • კლიენტის საჭიროების აღმოჩენისა და ბიზნეს ღირებულებაზე დაფუძნებული შეთავაზების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა, ინიციატივიანობა და მაღალი თვითორგანიზება;
  • კულტურათაშორის გარემოში პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება, გაყიდვების მონაცემებისა და pipeline-ის მართვის უნარი;
  • რამდენიმე პროცესისა და პრიორიტეტის პარალელურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობა, პასუხისმგებლობა და მაღალი პროფესიული ეთიკა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე მეილზე ვაკანსიის სახელწოდების მითითებით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სინტაქსი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა