9359 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

GVN240YX გამოქვეყნდა 29 ოქტ 29 ნახვა

იზიდესქი

იზიდესქი

მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი

იზიდესქი გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾1500 / თვეში +8% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,395 ₾ · 140 განცხადება ბოლო ვადა: 27 ნოე

EZDESK აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე

ვაკანსია: მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი კომპანია: EZDESK (ezdesk.ge)

EZDESK ერგონომიული საოფისე ავეჯისა და სამუშაო სივრცის აქსესუარების მაღაზიაა. ჩვენი შოურუმი მდებარეობს ბიზნეს ცენტრ „ატრიუმში“, თბილისში, სადაც მომხმარებლებს ვეხმარებით კომფორტული და ფუნქციური სამუშაო გარემოს შექმნაში. ვეძებთ მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და მომხმარებლებზე იზრუნებს როგორც შოურუმში, ისე ონლაინ არხებით, კონსულტაციიდან გაყიდვის შემდგომ მომსახურებამდე.

ძირითადი მოვალეობები - შოურუმში მოსული მომხმარებლების დახვედრა, საჭიროებების განსაზღვრა და კონსულტაცია; - პროდუქტების დემონსტრაცია, მათი მახასიათებლების, ფუნქციებისა და უპირატესობების გაცნობა; - გაყიდვის პროცესის წარმართვა პროდუქტის შერჩევიდან ანგარიშსწორებამდე, შოურუმში გადახდების მიღება და ინვოისების გაცემა; - მომხმარებლებთან კომუნიკაცია ონლაინ არხებით: Instagram, Facebook, WhatsApp, ტელეფონი, ელფოსტა და ვებგვერდის ჩატი; - შეკითხვებზე დროული და ზუსტი პასუხი, მიწოდებისა და აწყობის დეტალების შეთანხმება მომხმარებელთან; - საგარანტიო, დაბრუნების და სხვა მიმართვების მიღება და შესაბამისი რეაგირება; - მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვა და კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია ქართულ ენაზე; - ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (სასაუბრო და წერითი); - რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - მესენჯერებთან და ონლაინ მაღაზიის სისტემასთან მუშაობის უნარი; - კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა; - ორგანიზებულობა, ყურადღებიანობა და გუნდური მუშაობის უნარი; - ტექნოლოგიებითა და ერგონომიკით დაინტერესება ჩაითვლება პლუსად.

სამუშაო პირობები სამუშაო ადგილი: ბიზნეს ცენტრი ატრიუმი, თბილისი; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-20:00 (1 საათი შესვენება); შაბათი, კვირაგამოშვებით, 11:00-16:00; დასვენების დღეები: კვირა და ყოველი მეორე შაბათი; მოქნილობა: საჭიროების შემთხვევაში, კოლეგასთან შეთანხმებით, სამუშაო დროს შოურუმის დატოვება შესაძლებელია; ანაზღაურება: 1,500 ლარი ხელზე (ნეტი); მეორე თვიდან დამატებით ბონუსი გუნდის გაყიდვებიდან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

შემოუერთდით EZDESK-ის გუნდს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა