9835 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

GXF2718V გამოქვეყნდა 8 ოქტ 43 ნახვა

საოპერაციო დირექტორი

ექსოლოტ ინვესტმენტს გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾5000 / თვეში +122% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,254 ₾ · 157 განცხადება ბოლო ვადა: 9 ნოე

"ექსოლოტ ინვესტმენტსი" სტაბილურად მზარდი ქართული საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც სპეციალიზდება კომერციული უძრავი ქონების სექტორზე. ჩვენი უპირველესი მიზანი, მაღალი ღირებულების მქონე აქტივების შეძენისა და განვითარების გზით საინვესტიციო პორტფელების გაძლიერებაა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია ბაზარზე ნდობის გაღრმავება, მყარი და საიმედო ურთიერთობების ჩამოყალიბება და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე პოზიტიური გავლენის მოხდენა. "ექსოლოტ ინვესტმენტსის" მთავარი საქმიანობა გამორჩეული კომერციული სივრცეების შექმნაა ისეთი ინდუსტრიების წამყვანი კომპანიებისთვის, როგორებიცაა: საცალო ვაჭრობა, ჯანდაცვა, საბანკო მომსახურება და სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.exolot.ge

"ექსოლოტ ინვესტმენტს" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო დირექტორის პოზიციაზე:

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: მ. კოსტავას 14;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 10:00-19:00;
  • ანაზღაურება: 5000 ლარი + ბონუსი;
  • დაქვემდებარებული პოზიციები: პროექტის მენეჯერი (გაქირავების მიმართულებით); ტექნიკური მენეჯერი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის სტრატეგიული მიზნების შესაბამისი საოპერაციო გეგმების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი;
  • კომპანიის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის მართვა და კოორდინაცია - აქტივის/პროექტის შეძენიდან მის განვითარებასა და მოიჯარისთვის გადაცემამდე;
  • პროექტების მენეჯერისა და ტექნიკური მენეჯერის საქმიანობის ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი;
  • კომერციული ფართების გაქირავების სრული ციკლის ზედამხედველობა, მათ შორის პოტენციური მოიჯარეების მოძიების, კომერციული მოლაპარაკებების, პირობების შეთანხმებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესების კონტროლი, ასევე პროექტების მენეჯერის მიერ მიმდინარე სამუშაოების, შეთანხმებებისა და განსაზღვრული ვადების შესრულების მონიტორინგი;
  • კომერციული ფართების ტექნიკური მომზადების პროცესის ზედამხედველობა, მათ შორის ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვის, კონტრაქტორების მართვის, ბიუჯეტის, ხარისხისა და ვადების კონტროლის უზრუნველყოფა;
  • საოპერაციო ბიზნესპროცესების ანალიზი, გაუმჯობესება და საჭიროების შემთხვევაში მათი სტანდარტიზაცია და დიჯიტალიზაცია;
  • პროცესების ეფექტიანობის, ვადების, რესურსებისა და ხარჯების მუდმივი კონტროლი;
  • საოპერაციო რისკების დროული იდენტიფიცირება, პრევენცია და მართვა;
  • ადამიანური და მატერიალური რესურსების ეფექტიანი დაგეგმვა და განაწილება;
  • ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა და შესაბამისი ინიციატივების განხორციელება;
  • კომპანიის შიდა გუნდების განვითარებისა და შედეგებზე ორიენტირებული მართვის უზრუნველყოფა;
  • ახალი პროექტებისა და პროცესების დანერგვის ხელმძღვანელობა;
  • ცვლილებების მართვა და ორგანიზაციის ოპერაციული მზაობის უზრუნველყოფა ზრდისა და ახალი პროექტების განხორციელების პროცესში;
  • მენეჯმენტისთვის რეგულარული საოპერაციო ანგარიშგებისა და რეპორტების მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში პარტნიორებთან, კონტრაქტორებთან, მოიჯარეებთან და სხვა მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და კომპანიის წარმომადგენლობა;

კვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის, მენეჯმენტის ან შესაბამისი მიმართულებით;
  • მინიმუმ 5 წლიანი მენეჯერული გამოცდილება, მათ შორის მნიშვნელოვანი გუნდის ან/და საოპერაციო მიმართულების მართვის გამოცდილება;
  • გამოცდილება Senior Management / Operations Management პოზიციაზე;
  • სასურველია გამოცდილება უძრავი ქონების, დეველოპმენტის, საინვესტიციო, სამშენებლო, საცალო ვაჭრობის ან სხვა მრავალფუნქციურ ბიზნესში;
  • დიდი მოცულობის ოპერაციების, რამდენიმე პარალელური პროექტის ან სხვადასხვა ფუნქციის ერთდროულად მართვის გამოცდილება;
  • ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესების გამოცდილება;
  • ბიუჯეტის, ხარჯების ან რესურსების მართვის გამოცდილება;
  • ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის მქონე გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • ძლიერი ლიდერული, კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • ცვლილებების მართვისა და გუნდების განვითარების გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გაცნობებთ, რეზიუმეს გამოგზავით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად მიმდინარე ან/და შემდგომი დასაქმების მიზით. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა