Офицер AML
Переведено автоматически с языка оригинала. Читать оригинал по-грузински →
მისო ბერმელი / Bermeli აცხადებს ვაკანსიას AML ოფიცრის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: - შიდა პროცესების, პოლიტიკების, დოკუმენტების და პროდუქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; - კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებთან საკანონმდებლო საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა და აქტიური ურთიერთობა ნორმატიულ საკითხებთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით; - საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების, მისი სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა და განხორციელება, კომპანიის მუშაობაში დანერგვა; - საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი ფიზიკური და იურიდიული პირის შესახებ ინფორმაციის დამუშავება, - რისკის შეფასება; - კომპანიის კლიენტის (მათ შორის ერთჯერადი გარიგების დამდები პირის) იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის სათანადოდ შესრულების კონტროლი; - მომატებული რისკის კლიენტების მიმართ გასატარებელი შესაბამისი CDD/EDD ღონისძიებების გატარება; - ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა. - ხელშეკრულების დამოწმება ნოტარიუსთან; - რეგისტრირებული იპოთეკების გაუქმება დადგენილი წესის შესაბამისად;
ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი იურიდიული განათლება; - სასურველია მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; - აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word" და " Microsoft Excel");
პიროვნული თვისებები: - პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი; - პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი; - პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
სამუშაო გრაფიკი: - ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათაინი სამუშაო კვირა. - ანაზღაურება: 2500 ლარი (GROSS)
ჩვენ გთავაზობთ: - სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს; - პროფესიული ტრენინგებსა; - კორპორაციულ ღონისძიებებს; - ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესების შემთხვევაში, ეწვიეთ ლინკს: https://bermeli.selfrecruit.ge/s/lHGOc
Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.
Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.