სატელეფონო ოპერატორი
"ACT Global" საერთაშორისო კვლევითი და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში, განვითარებასა და ტრანსფორმაციაში. ჩვენი კვლევების სანდოობა ეფუძნება მონაცემების ხარისხს და კარგად ორგანიზებულ კვლევით ოპერაციებს.
"ACT Global" ეძებს პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ სატელეფონო ინტერვიუერებს, რომლებიც შეუერთდებიან ჩვენი ქოლცენტრის გუნდს.
პოზიციის მიზანი: გამავალი ზარების მეშვეობით, რესპონდენტთან სატელეფონო ინტერვიუს ჩატარება
ძირითადი ამოცანები
- გამავალი ზარით სატელეფონო ინტერვიუს ჩატარება, ოპერატორის ქცევის ზოგადი პრინციპების დაცვით;
- სატელეფონო ინტერვიუს ჩატარება დამტკიცებულ ელექტრონულ კითხვარში;
- ქოლ-ცენტრის გუნდის ლიდის მიერ დაგეგმილ ტრენინგებზე დასწრება;
- პროექტის მენეჯერების მიერ დაგეგმილ პროექტულ ტრენინგებზე დასწრება;
- სატელეფონო ინტერვიუს ჩატარება პროექტით გათვალისწინებული ხარისხის, ვადების და სამუშაო გრაფიკების შესაბამისად;
- სამუშაო გრაფიკების და დროის სტანდარტების დაცვა;
- ინტერვიუს ჩატარება ტრენინგზე გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად;
- ინტერვიუს ჩატარება კითხვარში არსებული ინსტრუქციის ზუსტი დაცვით;
- რესპონდენტისგან მიღებული ინფორმაციის ზუსტად და სრულად დაფიქსირება ელექტრონულ კითხვარში;
- მონაცემთა სანდოობის და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
- ხარისხის კონტროლის (აუდიომოსმენა, კითხვარის ხარისხის კონტროლი, კოდერება) შედეგად მიღებული ახალი ინსტრუქციების გათვალისწინება და შესაბამისი განხორციელება ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
- სირთულის არსებობის შემთხვევაში ქოლ ცენტრის ლიდის დროული ინფორმირება;
- კითხვართან დაკავშირებული სირთულის არსებობის შემთხვევაში პროექტის მენეჯერის დროული ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- საშუალო განათლება
- ქართული ენის ცოდნა
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
- სამუშაო გამოცდილება სასურველია მომხმარებელთა მხარდაჭერის, მომსახურების ან/და დისტანციური სერვისების მიმართულებით.
საჭირო უნარები
- გამართული მეტყველება
- მკაფიო, გამართული და გასაგები კომუნიკაციის უნარი
- გამართულად და სწრაფად წერის უნარი
- მრავალფუნქციური მუშაობის უნარი (საუბარი და პარალელურად მონაცემთა დაფიქსირება, ტექნიკური უნარი, კომუნიკაციის უნარი, მოსმენის უნარი და სხვა)
- ეფექტური კომუნიკაცია, დამარწმუნებელი
- დროის მართვის უნარი
- ინფორმაციის სწრაფი აღქმის უნარი
- საუბრისა და მონაცემთა შეყვანის ერთდროული და ეფექტური მართვა.
- აქტიური მოსმენის უნარი
- კონფლიქტების მართვის უნარი
- სწრაფი ადაპტაციის უნარი (სხვადასხვა პროექტები და სხვადასხვა ტიპის რესპონდენტებთან ემოციური სტაბილურობა)
- შედეგზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობა
- თვითორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ყურადღება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ანკეტა ბმულზე: https://forms.gle/wGwR28QxSahCtLJb7
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ შპს "ეისითი გლობალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
შპს "ეისითი გლობალი" იტოვებს უფლებას, რომ 3 წლის ვადით შეინახოს და დაამუშაოს თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები, რათა, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, განიხილოს თქვენი კანდიდატურის თავსებადობა სამომავლოდ გამოცხადებულ ან უკვე არსებულ სხვა ვაკანტურ პოზიციასთან მიმართებაში.
"ეისითი გლობალი" გისურვებთ წარმატებას!