საცალო გაყიდვების კონსულტანტი
გინდა, რომ შენი კარიერა ტექნოლოგიებთან და საერთაშორისო კომპანიასთან იყოს დაკავშირებული? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვის არის!
"iSpace" - Apple-ის ერთადერთი Premium Partner მაღაზიათა ქსელი საქართველოში, გიწვევს, გახდე ჩვენი გუნდის წევრი და იმუშაო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ და პოპულარულ ბრენდთან.
დღეს "iSpace" საქართველოში წარმოდგენილია 7 საცალო მაღაზიათა ქსელის ფილიალით და აგრძელებს განვითარებას.
რას გთავაზობთ?
- დასაქმებას საერთაშორისო კომპანიაში
- Apple-ის ოფიციალურ სასწავლო პლატფორმაზე სწავლისა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ჯანსაღ სამუშაო გარემოს
- მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და მაღალ საბონუსე სისტემას
- ფიქსირებული ანაზღაურება: 950 ლარიდან
- ბონუსის მიღება შესაძლებელია გამოსაცდელი პერიოდის (6 თვე) განმავლობაშიც, ინდივიდუალური შედეგებისა და შესრულების მაჩვენებლების შესაბამისად
- საშუალო თვიური ბონუსი: 1, 800-2, 000 ლარი (შედეგების მიხედვით)
- კარიერული ზრდისა და განვითარების რეალურ შესაძლებლობას
შენი ძირითადი პასუხისმგებლობები:
- მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა
- Apple-ის პროდუქციისა და სერვისების პროფესიონალური კონსულტაცია
- პროდუქციის განლაგება Apple-ის სტანდარტების შესაბამისად
- გაყიდვების პროცესში აქტიური მონაწილეობა და დასახული მიზნების შესრულება
ვის ვეძებთ?
- გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გაყიდვები
- ფლობ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე
- გაქვს ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები
- ხარ მოტივირებული, სწრაფად სწავლობ და გსურს პროფესიული განვითარება
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი
- კვირაში 5 სამუშაო დღე (მცოცავი გრაფიკი)
- კვირაში 2 დასვენების დღე
- 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი
თუ გინდა, იმუშაო Apple-ის ოფიციალურ პარტნიორთან, განვითარდე საერთაშორისო გარემოში და მიიღო მაღალი შემოსავლის შესაძლებლობა, გამოგვიგზავნე შენი CV მითითებულ ბმულზე - https://www.app.helio-ai.com/apply/exz4uc0yhgniv70z?src=jobs.ge
შენი კარიერა იწყება iSpace-ში!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.