Оператор бесконтактного сервисного центра
Переведено автоматически с языка оригинала. Читать оригинал по-грузински →
„სფეის კარგო“ არის საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ ამანათების, იმპორტისა და ექსპორტის გადაზიდვის მომსახურებებს.
სფეის კარგო აცხადებს ვაკანსიას უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე
მდებარეობა ვარკეთილი (ჯავახეთის II შესახვევი N 1ა ) სამუშაო გრაფიკი ორშაბათი–პარასკევი 14:00–21:00 (1 საათი შესვენება); შაბათი 11:00–17:00
ძირითადი მოვალეობები
- ტვირთების მიღება, დახარისხება და თაროებზე განთავსება;
- მომხმარებლისთვის ამანათების გაცემა უკონტაქტო სერვისის მეშვეობით;
- ჩინეთის საწყობში მისული ამანათების სიების დამუშავება;
- პერიოდულად საწყობის აღწერა და მარაგების კონტროლი;
- საწყობთან და ამანათებთან დაკავშირებული მიმდინარე საოპერაციო პროცესების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სავალდებულო სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი;
- კომპიუტერის საბაზისო დონეზე გამოყენების უნარი.
ანაზღაურება და ბონუსი
- პირველი 2 თვის განმავლობაში, 700 ლარი თვეში;
- 2 თვის შემდეგ, 900 ლარი თვეში;
- დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა.
განაცხადის წესი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ მისამართზე. გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ: „ვარკეთილი”, უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი“ სათაურის სწორად მითითება აუცილებელია, რადგან სხვა შემთხვევაში განაცხადის მოძიება ვერ მოხერხდება.