10 135 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

Q23WC3YH გამოქვეყნდა 21 ოქტ 12 ნახვა

HR რეკრუტერი

შესვლა და განაცხადი
₾1500 / თვეში ბოლო ვადა: 11 ნოე

"წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია" აცხადებს ვაკანსიას HR რეკრუტერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია აერთიანებს ქართულ კომპანიებს, სტარტაპებსა და დარგობრივ ბიზნეს ასოციაციებს ერთიან სივრცეში. ასოციაცია ქმნის ინოვაციურ პროექტებს ბიზნესის მხარდასაჭერად და მიზნად ისახავს წევრი კომპანიებისთვის რეალური ღირებულების შექმნას.

ასოციაციის ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/geobusinessnewssgba

ასოციაციის ვებ გვერდი: https://sgba.ge/

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00) ანაზღაურება: 1500 ლარიდან + ბონუსი გაყიდვების გეგმის შესრულების მიხედვით (განიხილება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე)

"წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია" (SGBA) აფართოებს საქმიანობას შიდა ქართლის რეგიონში და აყალიბებს რეგიონულ დასაქმების პლატფორმას. მიზანია ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა და პროფესიონალების დასაქმების პროცესების გამარტივება.

ამ მიზნით, ვეძებთ გამოცდილ, ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ HR რეკრუტერს, რომელიც გაუძღვება როგორც პლატფორმაზე შემოსული კანდიდატების ნაკადებს, ისე აქტიურად მოიძიებს ტალანტებს რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით ჩვენი პარტნიორი კომპანიებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

  • კანდიდატების აქტიური და პასიური ძიება: პლატფორმაზე შემოსული აპლიკაციების დამუშავება და პარალელურად, პროაქტიული ძიება (Active Sourcing / Headhunting) სხვადასხვა არხით (სოციალური ქსელები, პროფესიული ჯგუფები, ბაზები).
  • შესარჩევი ეტაპების მართვა: ტელეფონით პირველადი ინტერვიუები, კომპეტენციებზე დაფუძნებული გასაუბრებების ჩატარება (როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურად).
  • კანდიდატების შეფასება და პრეზენტაცია: შერჩეული კანდიდატების პროფილების მომზადება და პარტნიორი კომპანიებისთვის შეთავაზება.
  • მხარეებთან კომუნიკაცია: დამსაქმებელ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობა მათი ვაკანსიების დეტალების შესწავლისა და კადრების ოპტიმალური შერჩევის მიზნით.
  • კანდიდატების ბაზის მართვა: პლატფორმის მონაცემთა ბაზის (CRM / შიდა სისტემის) განახლება და ორგანიზება.
  • დასახული KPI-ების შესრულება: შერჩევის ვადების დაცვა და ხარისხიანი რეკრუტინგული პროცესის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება HR რეკრუტერის, თალენტ ჰანთერის ან მსგავს პოზიციაზე (მინიმუმ 2 წელი).
  • რეკრუტინგის თანამედროვე მეთოდებისა და აქტიური ძიების (Direct Search) ტექნიკების კარგი ცოდნა.
  • საქართველოს შრომის კოდექსისა და HR ზოგადი პრაქტიკების ცოდნა.
  • კარგი კომუნიკაციური, მოლაპარაკებების წარმართვისა და პრეზენტაციის უნარები.
  • ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტაცია და დროის მართვის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Line) მიუთითოთ: HR რეკრუტერი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 ნოემბერი

მნიშვნელოვანია: დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

SGBA კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

  • თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
  • თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც SGBA ამუშავებს თქვენს შესახებ;
  • თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე.
  • რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი

ახალი
ჯიპიაი ჰოლდინგი თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი დაზღვევა · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა