დისტრიბუტორი, ონლაინ გაყიდვების თანამშრომელი
კომპანია "ჰეფი ფეთი" (შპს "ვიტამინი") — ძაღლისა და კატის საკვებისა და აქსესუარების სადისტრიბუციო კომპანია — აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
1) დისტრიბუტორი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00), შაბათი (10:00-14:00) ანაზღაურება: საწყისი ხელფასი - 1300 ლარი + ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებში, წინასწარ გაწერილი მარშრუტის მიხედვით.
- სამუშაო დღის ბოლოს, ობიექტებიდან ამოღებული თანხების სალაროში/ბანკში შეტანა.
- თვეში ერთხელ ან ორჯერ რეგიონებში საქონლის დისტრიბუცია.
- სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართულ მუშაობასა და ჰიგიენაზე ზრუნვა.
- სალაროს აპარატსა და ზედნადებებზე მუშაობა (არცოდნის შემთხვევაში, ჩვენ შეგასწავლით).
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- მართვის მოწმობა: B კატეგორია (მექანიკა), მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილებით.
- კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა და პუნქტუალურობა.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- გუნდური მუშაობის, ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი.
2) ონლაინ გაყიდვების თანამშრომელი
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ბახტრიონის ქ. 11ბ სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00), შაბათი (10:00-14:00), კვირა — დასვენება. ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1300 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან. ბონუსის საშუალო ოდენობა დაახლოებით 600-700 ლარია თვეში (საშუალო ჯამური ანაზღაურება: 1900-2000 ლარი). ბონუსი დამოკიდებულია შედეგზე და შესაძლებელია იყოს უფრო მაღალიც.
ძირითადი მოვალეობები:
- სოციალურ ქსელებსა და სხვა ონლაინ არხებში შემოსულ შეტყობინებებსა და ზარებზე პასუხი.
- მომხმარებლის საჭიროების გარკვევა, სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება.
- შეკვეთების მიღება, გაფორმება და კომუნიკაციის წარმატებულ გაყიდვამდე მიყვანა.
- გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული მუშაობა.
მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- აუცილებელი მოთხოვნა: ზოომაღაზიაში ან ზოოპროდუქციის გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
- შინაური ცხოველებისა და ზოოპროდუქციის მიმართულების კარგი ცოდნა.
- გამართული წერითი და ზეპირი მეტყველება, გაყიდვებისა და კომუნიკაციის უნარი.
- სოციალურ ქსელებთან და კომპიუტერთან თავისუფლად მუშაობა.
- ორგანიზებულობა და მომხმარებელთან კეთილგანწყობილი, პროფესიონალური დამოკიდებულება.
ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც უბრალოდ შეტყობინებებს არ უპასუხებს — მნიშვნელოვანია შეგეძლოთ მომხმარებლის საჭიროების სწორად გაგება და გაყიდვის წარმატებით დასრულება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე.
ყურადღება: ელფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.