შოურუმის გაყიდვების მენეჯერი
"Triart" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული (11:00-18:00 საათამდე. შაბათის ჩათვლით) ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1200 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- შოურუმში მოსული მომხმარებლების პროფესიონალური დახვედრა.
- პროდუქციის სრული ასორტიმენტის შესწავლა და მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა.
- მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება.
- გაყიდვების სრული პროცესის მართვა: შეკვეთის გაფორმება და გადახდის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება გაყიდვების, ან მომსახურების სფეროში (სასურველია შოურუმში მუშაობის გამოცდილება).
- საუბრისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Office).
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე არაუგვიანეს 26.09.2026. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: "შოურუმის გაყიდვების მენეჯერი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.