9880 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

RR56FS1M გამოქვეყნდა 14 ოქტ 55 ნახვა

თიბისი

თიბისი

ფილიალის დირექტორი

თიბისი გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 29 ოქტ
ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში

სს "თიბისი“ აცხადებს ვაკანსია: ფილიალის დირექტორი - თელავის ფილიალი

ადგილმდებარეობა: თელავი მოქმედების ვადა: 14/10/2026 დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: სრული გრაფიკი

კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა როლის მიზანი: ფილიალის დირექტორი წარმოადგენს ფილიალის ლიდერს, რომელიც უზრუნველყოფს ბანკის სტრატეგიის ეფექტურ შესრულებას. მართავს ფილიალის ოპერაციულ/ადმინისტრაციულ საქმიანობას საცალო სეგმენტის ბიზნეს მიმართულებით. ქმნის შედეგებზე ორიენტირებულ გუნდს და უზრუნველყოფს მომხმარებელთა მაღალი ხარისხის მომსახურებას.

ძირითადი პასუხისმგებლობები ბიზნეს ამოცანები: - მას სეგმენტის გაყიდვების პროცესის დაგეგმვაში მონაწილეობა და შესრულების უზრუნლვეყოფა - ფილიალის მოქმედების არეალში, საცალო სეგმენტის პორტფელის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების გამოვლენა - ფილიალის მოქმედების არეალში კონკურენტების ანალიზი (პროდუქტები, არხები) და შესაბამისი გაუმჯობესების დაგეგმვა და უზრუნველყოფა - გეგმების შესრულების მართვა - კონტროლი, გადახრების ანალიზი, შესრულების გაუმჯობესების გზების დაგეგმვა და ეფექტური აღსრულება - ფილიალის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მომგებიანობის და ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესება - ფილიალში არსებული სეგმენტური გუნდების მხარდაჭერა და ეფექტური კოორდინაცია დასახული მიზნების მისაღწევად - ფილიალის მოქმედების არეალში, მნიშვნელოვან კლიენტებთან ურთიერთობა

მომსახურების ხარისხის მართვა/მომხმარებლის გამოცდილებაზე ზრუნვა - მომსახურების ერთიანი და მაღალი სტანდარტის დაცვა - მომსახურების ხარისხის მონიტორინგი, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება - ფილიალში მომსახურების სტანდარტის დანერგვა და მონიტორინგი, მათ შორის თანამშრომელთა პროფესიული, ვიზუალური სტანდარტები, დრესკოდი და ქცევის წესები - ფილიალის გარემოსა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებულობის დაცვა

გუნდის მართვა და განვითარება: - საცალო ბიზნესის ლიდერული და არალიდერული როლის თანამშრომლების შერჩევა - შედეგებზე ორიენტირებული და მოტივირებული გუნდის შექმნა - თანამშრომლების განვითარება და კარიერულ წინსვლაში მხარდაჭრა - რეგულაური უკუკავშირის კულტურის დანერგვა - გუნდის რესურსების ეფექტური დაგეგმვა

რისკის და კონტროლის მართვა - ფილიალის საქმიანობაში წარმოშობილი რისკების გამოვლენა, შეფასება, მონიტორინგი და კონტროლი - შიდა აუდიტით გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარება - ფილიალის ფარგლებში, კომიტეტის ოქმებით განსაზღრული ადმინისტრაციული ვალდებულებების მართვა - ფილიალში ქეშ მენეჯმენტის პროცესის მართვა და ოპერაციული მუშაობის მონიტორინგი ფინანსური სტანდარტებისა და რისკების გათვალისწინებით - ოპერაციული სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვა

ფილიალების ადმინისტრაციული და ოპერაციული მართვა - რესურსების ეფექტური განაწილება, თანამშრომელთა დატვირთვისა და პროდუქტიულობის მართვა - სხვადასხვა სეგმენტიდან წამოსული ბიზნეს საჭიროებებიდან გამომდინარე, ადმინისტაციულ მართვაში ჩართვა და მხარდაჭერა - ფილიალის ადმინისტრაციული მართვა

კვალიფიკაცია სასურველი კვალიფიკაცია - უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება/ფინანსები);

სავალდებულო კვალიფიკაცია - ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; - გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; - მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება დაკრედიტების სფეროში; - გუნდების მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

​ველოდებით გამოხმაურებას თუ: - გუნდური მუშაობით, აძლიერებ და ქმნი ღირებულებებს; - ღია ხარ ახალი შესაძლებლობებისთვის და ცვლილებებისთვის - ხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი - გაქვს საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი - გაქვს წარმატებული მაგალითები ადამიანების მოტივირებასა და თანამშრომლების საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში. - გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/C72Wy

დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

რეგისტრატორი - ბათუმი

ახალი
რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი უნივერსი ბათუმი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი გარე განცხადება
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა