სამედიცინო წარმომადგენელი
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია „ავიტაფარმა“ ახორციელებს სამკურნალო პრეპარატების მარკეტინგს მთელი საქართველოს მასშტაბით.
ამჟამად კომპანიაში ვაკანსია გვაქვს სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე სამეგრელოში. ჩვენ გპირდებით ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და პიროვნული და ფინანსური ზრდის შესაძლებლობას.
სამედიცინო წარმომადგენლის მოვალეობებია: - კლინიკებში გეგმური ვიზიტების განხორციელება და ექიმებისთვის პროდუქციის პრეზენტაცია; - შესრულებული სამუშაოს ანალიზი და მოხსენება; - 2 თვეში ერთხელ მივლინება თბილისში.
გვაქვს შემდეგი აუცილებელი მოთხოვნები: - სამედიცინო განათლება; - საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; - ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
პიროვნული უნარები - წარმომადგენელი უნდა იყოს/შეეძლოს: - პრეზენტაბელური; - პასუხისმგებლიანი და შედეგებზე ორიენტირებული; - ორგანიზებული; - შეეძლოს ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობა; - შეეძლოს ეფექტური კომუნიკაცია; - სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან შეგუება.
კომპანიის თანამშრომლებს ვთავაზობთ საწყის 1200-1400 და მზარდ ანაზღაურებას + ბონუსები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე საგნის ველში ("subject") ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ მიუთითეთ: "სამედიცინო წარმომადგენელი სამეგრელოში".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.