9859 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

T4Z8C08D გამოქვეყნდა 5 ოქტ 26 ნახვა

ცხელი ხაზის ოპერატორი

MartEV გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 21 ოქტ

ჩვენ შესახებ:

MartEV წარმოადგენს საქართველოში ელექტრომობილების დამუხტვის ინფრასტრუქტურის ყველაზე მსხვილ ოპერატორს. კომპანიის მიზანია ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე, ხელმისაწვდომი და ეფექტიანი ელექტრომობილების დამუხტვის ქსელის განვითარება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ელექტრო ტრანსპორტის პოპულარიზაციას, ასევე ურბანული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მდგრად განვითარებას. დღეის მდგომარეობით, კომპანიას საქართველოში განთავსებული აქვს 200-მდე ელექტრო დამუხტვის სადგური. იხილეთ საიტის ბმული: MartEV

ვაკანტური პოზიცია: ცხელი ხაზის ოპერატორი დასაქმების ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო განაკვეთი: გრაფიკი მოძრავი.

გუნდის გაფართოების მიზნით, ვეძებთ ცხელი ხაზის თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებთან ეფექტურ კომუნიკაციას, კითხვებზე პასუხს და ტექნიკური საკითხების სწრაფად გადაჭრას.

სამუშაო აღწერილობა:

  • მომხმარებლების ზარებზე, შეტყობინებებსა და ონლაინ ჩატებზე პასუხი;
  • აპლიკაციის, ანგარიშის, გადახდისა და დამტენი სადგურების გამოყენებასთან დაკავშირებულ კითხვებზე კონსულტაციის გაწევა;
  • ტექნიკური პრობლემების პირველადი დიაგნოსტიკა და შესაბამის გუნდთან გადამისამართება;
  • მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი;
  • პრობლემური შემთხვევების დროული მართვა და მომხმარებლის ინფორმირება;
  • შიდა ბაზაში მომხმარებელთა მიმართვებისა და პრობლემების აღრიცხვა;
  • მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • მომხმარებელთა მომსახურების ან ცხელ ხაზზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტექნიკური საკითხების სწრაფად აღქმის უნარი.

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • მკაფიო და ეფექტური კომუნიკაცია;
  • დროის მენეჯმენტი და პრიორიტეტების განსაზღვრა;
  • მომხმარებელთან ურთიერთობა ეთიკური სტანდარტების დაცვით;
  • ტექნოლოგიებთან ადაპტაციის უნარი;
  • გუნდის წევრებთან ერთად ეფექტური მუშაობა;
  • გუნდის წევრების მხარდაჭერა საერთო მიზნების მისაღწევად;
  • პოზიტიური დამოკიდებულება საქმის მიმართ;
  • ინოვაციური ხედვა და მოტივაცია.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ მეილზე გამოგვიგზავნოთ CV.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 ოქტომბერი.

გთხოვთ, დანიშნულების ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. 
 დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ორგანიზაციამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე, სამოტივაციო წერილი) კანდიდატის ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. ორგანიზაციაში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით.

ორგანიზაცია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

ბინა სასტუმროს ადმინისტრატორი/მფლობელის თანაშემწე

ახალი
ვერავისტა აპარტამენტები თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი გარე განცხადება
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა