9939 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

V2F6EZXB გამოქვეყნდა 21 ოქტ 2 ნახვა

პროექტის მენეჯერი

ორიგინალზე გადასვლა ↗
₾6400 / თვეში +184% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,254 ₾ · 157 განცხადება ბოლო ვადა: 2 ნოე
ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის მიმართულებით - პროექტის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

ინფორმაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://mdf.org.ge ან Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/mdf.org/

ვაკანტური პოზიცია: 2 (ორი) ერთეული; სამუშაო ადგილი: ქალაქი თბილისი; სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00, სრული განაკვეთი (შრომითი ხელშეკრულება); ანაზღაურება: დარიცხული 6 400 ლარი. დამატებითი ბენეფიტი: სატელეფონო ლიმიტი.

ფუნქციები და მოვალეობები:

  • სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის/სამართლებრივი აქტების, შრომითი ხელშეკრულების, სამუშაო აღწერილობის და სხვა შიდა აქტების გაცნობა / მოთხოვნათა დაცვა;
  • სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემითა და სამსახურებრივი მეილით შემოსული კორესპონდენციის დროული გაცნობა, რეზოლუციის დროული შესრულება და დასრულების უზრუნველყოფა;
  • ინფრასტრუქტურული პროექტ (ებ)ის მართვის ძირითადი სტრატეგიის შემუშავება და სრული ციკლის კოორდინაცია;
  • დროსა და აქტივობებში გაწერილი დეტალური გეგმის შედგენა და ამ გეგმის მონიტორინგი, კონტროლი და აუცილებელი ღონისძიებების გატარება ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით;
  • სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებისა და ტექნიკური დავალების გაცნობა;
  • პროექტ (ებ)თან დაკავშირებული კორესპონდენციის წარმოება/აღრიცხვა/სისტემატიზაცია;
  • საპროექტო ობიექტ (ებ)თან დაკავშირებული საზედამხედველო (შიდა და გარე) ტექნიკური ანგარიშების/ინფორმაციის აღრიცხვა/სისტემატიზაცია;
  • პროექტ (ებ)თან დაკავშირებული ვადების კონტროლი;
  • დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება, კომუნიკაცია, სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება პროექტის სრული ციკლის ყველა ეტაპზე;
  • მოთხოვნის შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობასთან პროექტ (ებ)ის ფარგლებში საჯარო შეხვედრების ორგანიზება ხელმძღვანელ პირებთან ერთად;
  • მგფ-ის სხვადასხვა დეპარტამენტთან/პროგრამასთან კოორდინირებული თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
  • ინფრასტრუქტურული პროექტ (ებ)ის განხორციელებაში ჩართულ მხარეებთან კოორდინირებული მუშაობა;
  • საპროექტო ობიექტ (ებ)ზე სამუშაო ვიზიტის დაგეგმვა, ადგილზე არსებული ვითარების გაცნობა;
  • საპროექტო ობიექტ (ებ)ზე სამუშაო ვიზიტის თაობაზე შესაბამისი მივლინების ანგარიშის მომზადება და დადგენილი წესით უფლებამოსილი პირებისათვის გაცნობა; ∙ შემსრულებლის/ობიექტის ტექნიკური ზედამხედველის ინფორმირება საპროექტო ობიექტ (ებ)თან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ფონდის შიდა სამართლებრივი დოკუმენტების განსაზღვრული წესის შესაბამისად;
  • მართვის საინფორმაციო სისტემაში (MIS) პერიოდული ან/და საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ასახვა და გადახდის სერტიფიკატის მომზადება;
  • საპროექტო ობიექტ (ებ)ის ბიუჯეტის პროგნოზის ასახვა/კორექტირება მართვის საინფორმაციო სისტემაში (MIS);
  • საპროექტო ობიექტ (ებ)ზე ფონდში წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის დამუშავება, ოქმის პროექტის მომზადება და შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" ხელშეკრულებების ცვლილებებისა და ვადამდე შეწყვეტის განმხილველი კომისიის სხდომაზე, მათ შორის ავანსის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხზე.
  • აღმასრულებელი დირექტორის მიერ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით (სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დასრულებული სამშენებლო სამუშაოების ჩაბარებისა და თანმდევი პროცედურების ინსტრუქცია) განსაზღვრული უფლებამოსილების შესრულება;
  • პროექტ (ებ)ის შესახებ კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის და პერიოდულობის ანგარიშების მომზადება და მიწოდება მოთხოვნის შესაბამისად, პრეზენტაციების მომზადება;
  • პროექტ (ებ)თან დაკავშირებული დოკუმენტაციის ორგანიზებული შენახვა, გარკვეული დროის შემდეგ კი არქივირება ფონდის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დახმარებით.
  • უშუალო ხელმძღვანელ (ებ)ის დროული ინფორმირება პროექტ (ებ)ის მიმდინარეობის პროცესში წამოჭრილი პრობლემებისა და ტექნიკური შეფერხების შესახებ; ∙ უშუალო ხელმძღვანელ (ებ)ის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის იმიჯსა და რეპუტაციაზე;
  • დაკავებული თანამდებობის შესაბამისად თანამშრომლების ჩართულობა სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილ და მიმდინარე პროცესებში;
  • გამოცდილების გაზიარება ახალი თანამშრომლებისათვის;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
  • სუბორდინაციის დაცვა. ურთიერთპატივისცემისა და კოლეგიალურობის საფუძველზე კომუნიკაციის დამყარება სხვა ორგანიზაციებთან / სტრუქტურულ ერთეულებთან / სამსახურებთან და მათ წარმომადგენლებთან;
  • კონფიდენციალურობის დაცვა ყველა იმ საკითხზე, რომელიც თანამშრომლისათვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულებისას და ეს წარმოადგენს პირის პროფესიულ, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას;
  • თანამშრომელზე მინდობილი სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების დაცვა და მოფრთხილება, თანამშრომლის განკარგულებაში არსებული სხვადასხვა რესურსების რაციონალურად გამოყენების უზრუნველყოფა.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება - ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით პროექტის მენეჯერად (პროექტის ადმინისტრირება/მართვა) მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება.
  • კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები
  • საოფისე პროგრამები: MS Word, Excel, PowerPoint, Outlook, Outlook, Gmail. ენები: წერითი უნარები მეტყველება: ქართული C1 C1, ინგლისური B2 B2

კანონმდებლობა:

  • საქართველოს კანონი "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ";
  • "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ".

პროფესიული უნარები:

  • სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV) უნდ

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

რეგისტრატორი

ახალი
ი. ჟორდანიას სახელობის კლინიკა თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი გარე განცხადება
₾1000 −29% ჩვეულებრივთან შედარებით 21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა